ფეხბურთი

19:30 | 4.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონეს შვილი: "მამაჩემი "ინტერს" გაწვრთნის"

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს შვილი, ჯოვანი დარწმუნებულია, რომ მამამისი მომავალში “ინტერის” მწვრთნელი გახდება. ამის შესახებ ახალგაზრდა ფეხბურთელმა radio onda cero-ს განუცხადა.

“მამაჩემი “ატლეტიკოში” ძალიან ბედნიერია, ამას ვხედავ, მაგრამ მომავალში გამორიცხული არაფერია. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, “ინტერს” ჩაიბარებს. ჩემი მომავალი? – გენუაში გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი და როგროც ადამიანი”, - თქვა ჯოვანიმ.

ჯოვანი სიმეოენე ამ სეზონის წინ იტალიურ “ჯენოაში” ჩაირიცხა და ნელ-ნელა ევროპულ ფეხბურთს უშიანურდება. ერთი კვირის წინ, ტურინის “იუვენტუსს” ორი გოლიც გაუტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116057