სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

18:27 | 2.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიის ახალი ფურცლისთვის – ნაწილი პირველი სამტრედიაში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

“სამტრედია” ან “ჩიხურა” – 11 დეკემბერს, საქართველოს ახალი ჩემპიონი ეყოლება. აქამდე იმერეთის წარმომადგენელ გუნდს ჩვენი ქვეყნის უძლიერესი გუნდის სახელი ხუთჯერ დაეგდო – სამჯერ ქუთაისის “ტორპედოს”, ორჯერ “ზესტაფონს”. ამჯერად კი, დანამადვილებით ახალი ჩემპიონი გვეყოლება. საკითხავია, რომელი – სოსო ფრუიძის “ჩიხურა” თუ გია ცეცაძის “სამტრედია”. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება 3 დეკემბერს, სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე 14:00 საათზე დაიწყება.

ფინალისტებმა გარდამავალი ჩემპიონატის თავთავიანთი ქვეჯგუფები დამაჯერებლად მოიგეს და სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ყველაზე გამართულ ფეხბურთსაც აჩვენებდნენ. ოდნავ უკეთესად საჩხერელები გამოვიდნენ, რომელთაც თეთრ ჯგუფში 12 მატჩიდან 9 მოიგეს და ერთადერთხელ დამარცხდნენ. ამდენჯერვე წააგო “სამტრედიამ” წითელ ჯგუფში, მაგრამ 8 თამაში მოიგო. ზემოიმერლებმაც და ქვემოიმერლებმაც 27-27 გოლი გაუტანეს მეტოქეებს, ფრუიძის გუნდმა 11 გოლი გაუშვა, ცეცაძის – ცხრა.

მოკლედ, სტატისტიკაც მოწმობს, რომ წინ ნამდვილი ფინალი გველოდება. აქამდე, “სამტრედიას” საუკეთესო შედეგი საქართველოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი ყოფილა. “მტრედებმა” აღნიშნულ ჯილდოს ორჯერ, 1995 და 2016 წლებში უწიეს. შესაძლოა, მათთვის 2016 წელი კიდევ უფრო უკეთესად შემორჩეს ისტორიას. რაც შეეხება “ჩიხურას”, მათთვის მეოთხე ადგილი იყო ყველაზე კარგი შედეგი. მოკლედ, “ჩიხურასაც” და “სამტრედიასაც” ისტორიის გადაწერის დიდებული შანსი ეძლევათ.

მიმდინარე სეზონში გუნდებს ჩემპიონატში ბუნებრივია, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ არ უთამაშიათ, სხვადასხვა ჯგუფებში ყოფნის გამო, მაგრამ სამაგიეროდ, საქართველოს თასის მეოთხედფინალში გადაიკვეთა მათი გზები. 19 ოქტომბერს, ივანწმინდაში, 120 წუთმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. პენალტების სერიაში კი, უფრო მეტად ფრუიძის შეგირდებს გაუმართლათ – 5:3. აქვე, ბოლო ექვს დაპირისპირებაზეც გეტვყით: მცირე უპირატესობას “სამტრედია” ფლობს – 3 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება. ბურთების შეფარდება 9:5 აქაც სამტრედიელთა უპირატესობაა. უშუალოდ “ეროსი მანჯგალაძეზე” ბოლო მატჩებს რაც შეეხება – მასპინძლებმა ორჯერ მოიგეს, სტუმრებმა ერთელ, 6:2 ბურთების ბალანსი ქვემოიმერელთა სასარგებლოდ.

ორივე გუნდმა გასულ ზაფხულს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა, თუმცა, სამწუხაროდ, ორივემ პირველივე ეტაპზე დაასრულა ასპარეზობა. “ჩიხურამ” კიშინიოვის “ზიმბრუს” ჯერ მოლდოვაში მოუგო (1:0), მაგრამ მერე ზესტაფონში წააგო მოულოდნელად 2:3 და ნაადრევად დაუქნია ხელი ევროსარბიელს. “სამტრედიამაც” იგივე ბედი გაიზიარა, თუმცა გაცილებით ძლიერ მეტოქესთან, “გაბალასთან”. გია ცეცაძის გუნდმა ძირითადად გამოუცდელობის გამო აზერბაიჯანში დიდი ანგარიშით 1:5 წააგო, შემდეგ კი შინ 2:1 იმარჯვა, მაგრამ ორრაუნდიანი დაპირისპირების მოსაგებად ეს საკმარისი არ გამოდგა. სხვათა შორის, “სამტრედიას” სასახელოდ ის უნდა ითქვას, რომ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე “გაბალამ” ერთადერთი თამაში წააგო და ისიც იმერეთში. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანულმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზეც გააღწია.

ორივე ფინალისტს ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი – “სამტრედიას” ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე, რომელიც რეგულარული სეზონის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა 11 გოლით, ხოლო “ჩიხურას” საბა ლობჟანიძე. ამ უკანასკნელს გაცილებით ნაყოფიერი ნოემბერთან შედარებით წინა თვეები ჰქონდა, მაგრამ დღესაც გუნდის მთავარი ლიდერია.

ფინალისტებს მრავლად ჰყავთ დღეს ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც ადრე მეტოქის ბანაკში უთამაშიათ. “სამტრედიას” კაპიტანია ექსჩიხურელი გიორგი დათუნაიშვილი, აქვეა გიული მანჯგალაძეც, რომელსაც იგივე გზა გაუვლია. “ჩიხურას” ღირსებას კი, დღეს ყოფილი სამტრედიელებიც იცავენ – გიორგი გაბედავა, თორნიკე გორგიაშვილი, ლევან კაკუბავა და თორნიკე გრიგალაშვილი.

გუნდებს საკადრო პრობლემები არ აწუხებთ. “სამტრედიას” ტრავმირებული ან დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი არ ჰყავს და გია ცეცაძეს სრული საბრძოლო შემადგენლობის გაყვანა შეეძლება მოედანზე. რაც შეეხება “ჩიხურას”, სოსო ფრუიძისგუნდს გიორგი ივანიშვილი დააკლდება ტრავმის გამო. მოკლედ, წინ ნამდვილი ფინალი გველოდება და იმედია, შეხვედრა სრულად გაამართლებს მოლოდინს.

მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია სამტრედიიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე იგეგმება. რაც შეეხება ფინალური დაპირისპირების საპასუხო შეხვედრას, მას თბილისის “მიხეილ მესხის” სტადიონი 11 დეკემბერს უმასპინძლებს, თუმცა აღნიშნულ თამაშზე worldsport.ge შემდგომში მოგაწვდით ცნობებს. მანამდე კი, სამტრედიაში გასამართი მატჩია...

“სამტრედია” – “ჩიხურა”

სამტრედია, “ეროსი მანჯგალაძე”

3 დეკემბერი, 14:00 საათი

“სამტრედია” (4-2-3-1): მიგინეიშვილი; გოგიაშვილი, მჭედლიშვილი, სანდოხაძე, შერგელაშვილი; მანჯგალაძე, დათუნაიშვილი; ჯიქია, რაჟამაშვილი, არაბული; ზივზივაძე

მწვრთნელი: გია ცეცაძე

“ჩიხურა” (4-3-3): ჰამზიჩი; გრიგალაშვილი, კაშია, კაკუბავა, ჩიკვაიძე; კორიფაძე, გორგიაშვილი, განუგრავა; ლობჟანიძე, ტატანაშვილი, გაბედავა

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

მსაჯი: ლევან სილაგავა

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.108367
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X