ფეხბურთი

20:01 | 30.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: საუთგეიტი ინგლისის ნაკრებს 2020 წლამდე გაწვრთნის

ინგლისის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გარეტ საუთგეიტი გახდა. როგორც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 46 წლის სპეციალისტი ნაკრებს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ბოლომდე უხელმძღვანელებს. საუთგეიტი წინა ოთხ მატჩში "სამ ლომს" მწვრთნელის მოვალეობის შემსრულების რანგში თავკაცობდა.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ასოციაციის მმართველები დააკვირდნენ გარეტის მუშაობას ნაკრებში და ჩათვალეს, რომ გუნდისთვის ყველაზე შესაფერისი დამრიგებელი გახლდათ. თავად ახალმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ძალიან ამაყობს და საქმის წარმატებულად გაკეთება სურს. გარეტის ხელფასი წელიწადში ორ მილიონ გირვანქა სტერლინგამდე იქნება.

საუთგიტი "მიდლსბროს" სამი წელიწადი წვრთნიდა და ბოლო 20 წლის განმავლობაში ინგლისის ნაკრების მწვრთნელებისგან განსხვავებით, საკლუბო დონეზე ყველაზე უარესი მაჩვენებელი აქვს. მისი გუნდი ამ წლებში მატჩების 28.4%-ს იგებდა, სხვების მაჩვენებელი კი 30%-ზე მეტია.

ინგლისის ნაკრებმა საუთგეიტის ხელმძღვანელობით 4 მატჩი ჩაატარა, აქედან სამი ოფიციალური შეხვედრიდან ორი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა, ასევე ფრედ ითამაშა ესპანეთთან ამხანაგური მატჩი - 2:2. გარეტის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 10 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113104