ისტორია

9:51 | 28.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

28 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1955 - ალესანდრო ალტობელი. იტალიის ნაკრების, “ბრეშას” (1974-77, 1989-90), მილანის “ინტერის” (1977-88), ტურინის “იუვენტუსის” (1988-89) ცენტრფორვარდი. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონი. მუნდიალის ფინალში (იტალიამ გფრ-ის 3:1 მოუგო) “სკუადრა აძურას” მესამე გოლი გაიტანა. ალტობელი პირველი ფეხბურთელია, რომელიც მუნდიალის ფინალში შეცვლაზე შევიდა და გოლის გატანა მოახერხა (1986-ში მისი მიღწევა რუდი ფიოლერმა გაიმეორა). მონაწილეობდა მსოფლიოს 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. ევროპის 1980 და 1988 წლების პირველობების ნახევარფინალისტი. 1988 წლის კონტინენტის ჩემპიონატზე “სკუადრა აძურას” კაპიტანი იყო. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 61 მატჩი, გაიტანა 25 გოლი. 1980 წელს გახდა იტალიის ჩემპიონი. ოფიციალურ მატჩებში “ინტერის” შემადგენლობაში 466-ჯერ იასპარეზა და 209 გოლი გაიტანა. 1977 წლის შემოდგომაზე უეფას თასის ოცდამეთორმეტედ ფინალის განმეორებით მატჩში “დინამოს” წინააღმდეგ თბილისში ითამაშა. შეხვედრა 0:0 დასრულდა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1906 - სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ტომი ბერნსისა და ჯეკ ობრაიენის ორთაბრძოლაში, მსაჯებმა გამარჯვება არც ერთ მოკრივეს არ მიანიჭეს.

1913 - ჯეკ ჯონსონმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა ბრძოლაში, პარიზში ენდრიუ სპაული დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1925 - ჰოკეის ეროვნული ლიგის კიპერმა ჯორჯ ვჟინამ მატჩის მსვლელობისას მძიმე ტრავმა მიიღო და ოთხთვიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.

1929 - ამერიკული ფეხბურთის კლუბ “ჩიკაგო კარდსს”, ერთ-ერთი შეხვედრის დროს ორმოცივე ქულა ერთმა მოთამაშემ ერნი ნევერმა მოუპოვა, რაც ეროვნული ლიგის (NFL) რეკორდია.

1954 - ჰოლანდიაში პირველი შეხვედრა ჩატარდა ქვეყანაში პროფესიული ფეხბურთის დაშვების შემდეგ.

1973 - საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშებაზე არგენტინულმა “ინდეპენდიენტემ” ტურინის “იუვენტუსს” 1:0 მოუგო. გოლი ბოჩინიმ გაიტანა. ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი იმხანად ამსტერდამის “აიაქსი” იყო, თუმცა მან საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშებაზე ასპარეზობა არ ისურვა.

1973 - თბილისის “დინამომ” უეფას თასის გათამაშების პირველ მერვედფინალურ მატჩში ლონდონის “ტოტენჰემ ჰოთსპურთან” 1:1 ითამაშა. ქართველთაგან გოლი კახი ასათიანმა გაიტანა. “დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, კანთელაძე, ხურცილავა, ჭელიძე, ებრალიძე (წერეთელი), მ. მაჩაიძე, ასათიანი, ყიფიანი, გ. ნოდია, ლ. ნოდია. გუნდს ალექსანდრე კოტრიკაძე წვრთნიდა.

1982 - დევისის თასის 71-ე გათამაშების ფინალში, აშშ-ის ეროვნულმა გუნდმა საფრანგეთის ნაკრები 4:1 დაამარცხა. მატჩი საფრანგეთის ქალაქ გრენობლში ჩატარდა.

1983 - საბჭოთა ტანმოვარჯიშე დმიტრი ბელოზერჩევი სპორტულ ტანვარჯიშში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა (აბსოლუტური ჩათვლა). იმხანად რუსი ათლეტი 16 წლისა და 315 დღის იყო.

1988 - თბილისის “დინამომ” ისრაელში ჩატარებული ტურნეს მსვლელობისას ჰაიფას “მაკაბის” 1:0 მოუგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი თემურ ქეცბაიამ გაიტანა. “დინამო”: გაბელია, კეტაშვილი, ცხადაძე, ჭედია, ჩიქოვანი, რევიშვილი (ჯიშკარიანი), სვანაძე (ცაავა), ცვეიბა, ქეცბაია (ნემსაძე), კაჭარავა, გოგიჩაიშვილი. გუნდს დავით ყიფიანი წვრთნიდა.

1989 - ლეგენდარული რუმინელი ტანმოვარჯიშე ნადია კომანეჩი უნგრეთში გადავიდა, საიდანაც აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.

1995 - საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშებაში ამსტერდამის “აიაქსმა” ბრაზილიურ “გრემიოს” პენალტების სერიაში 4:3 მოუგო. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა.

2006 - სლოვენიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი ბრანკო ობლაკმა დატოვა.

2010 - ლონდონში მიმდინარე ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში როჯერ ფედერერმა რაფა ნადალს 6:3, 3:6, 6:1 მოუგო და წლის მეხუთე ტიტული მოიპოვა. ამასთან ფედერერმა მეხუთედ მოიგო სეზონის შემაჯამებელი შეჯიბრება.

2012 - “ოკლაჰომამ” 2012-13 წლების რეგულარული გათამაშების მატჩში “შარლოტ ბობკეთს” წინააღმდეგ რეკორდი დაამყარა. ბოლო 20 წლის განმავლობაში “თანდერი” ერთადერთი გუნდია, რომელმაც საწყისი ორი მეოთხედის შემდეგ 40-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.
მესამე მეოთხედის მიმდინარეობისას, ერთ ეპიზოდში კევინ დურანტის ზუსტი სამქულიანი ტყორცნით მასპინძლები 79:25 დაწინაურდნენ, თუმცა საბოლოოდ გასამარჯვებლად 45-ქულიანი უპირატესობა იკმარეს - 114:69.

2013 - ფრანკფურტის “აინტრახტის” გულშემატკივრებმა საკუთარ გუნდს ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში ბორდოში ზღაპრული მხარდაჭერა მოუწყეს.“შაბან-დელმას” ტრიბუნებზე შეკრებილი 19 013 მაყურებლიდან, 12 ათასზე მეტი გულშემატკივარი სწორედ სტუმართა გუნდის მხარდამჭერი იყო. გასვლით მატჩებზე სტუმართა გუნდის მხარდამჭერთა ასეთი მასობრივი დასწრება, ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩზე პირველად დაფიქსირდა.მათი მხარდაჭერით გუნდმა საფრანგეთში “ბორდო” 1:0 დაამარცხა და პირველად უკანასკნელი 19 წლის განმავლობაში ევროთასების გაზაფხულის ეტაპზე მონაწილეობის უფლება დაიბევა.

ამ დღეს დაიბადნენ

1916 - გი ლერბი. ფრანგი ველოსპორტსმენი. 1936 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1920 - სესილ კოლიჯი. ინგლისელი ციგურებით ფიგურულად მოსრიალე. 1936 წლის ზამთრის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1939 - გენადი ვოლნოვი. საბჭოთა კავშირის კალათბურთელთა ნაკრებისა და მოსკოვის ცსკა-ს მეფარე. 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ევროპისა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული.

1953 - ნადეჟდა ოლიზარენკო. საბჭოთა მძლეოსანი. 800 და 1500 მეტრზე რბენაში 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1955 - ალესანდრო ალტობელი. იტალიის ნაკრების, “ბრეშას” (1974-77, 1989-90), მილანის “ინტერის” (1977-88), ტურინის “იუვენტუსის” (1988-89) ცენტრფორვარდი. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონი. მუნდიალის ფინალში (იტალიამ გფრ-ის 3:1 მოუგო) “სკუადრა აძურას” მესამე გოლი გაიტანა. ალტობელი პირველი ფეხბურთელია, რომელიც მუნდიალის ფინალში შეცვლაზე შევიდა და გოლის გატანა მოახერხა (1986-ში მისი მიღწევა რუდი ფიოლერმა გაიმეორა). მონაწილეობდა მსოფლიოს 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. ევროპის 1980 და 1988 წლების პირველობების ნახევარფინალისტი. 1988 წლის კონტინენტის ჩემპიონატზე “სკუადრა აძურას” კაპიტანი იყო. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 61 მატჩი, გაიტანა 25 გოლი. 1980 წელს გახდა იტალიის ჩემპიონი. ოფიციალურ მატჩებში “ინტერის” შემადგენლობაში 466-ჯერ იასპარეზა და 209 გოლი გაიტანა. 1977 წლის შემოდგომაზე უეფას თასის ოცდამეთორმეტედ ფინალის განმეორებით მატჩში “დინამოს” წინააღმდეგ თბილისში ითამაშა. შეხვედრა 0:0 დასრულდა.

1969 - სონია ოსალივანი. ირლანდიელი მძლეოსანი. 5 კილომეტრზე რბენაში 1992 და 1996 წლების ოლიმპიადების ვერცხლის მედლის მფლობელი.

1971 - აკაკი დევაძე. საქართველოს ნაკრების, თბილისის “დინამოს”, “შევარდენის”, “მერანისა” და “სპარტაკის”, აგრეთვე ფოთის “კოლხეთის”, რუსული პრემიერლიგის “როსტსელმაშის” კიპერი. საქართველოს პირველობის პრიზიორი. საქართველოს ნაკრებში ჩატარებული აქვს 23 მატჩი.

1982 - ლეანდრინიო ბარბოზა. ბრაზილიის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი (191 სმ).

1984 - ენდრიუ ბოგუტი. “მილუოკი ბაქსისა” და ავსტრალიის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ცენტრი (210 სმ).

ამ დღეს გარდაიცვალნენ

1945 - დუაიტ დევისი. ჩოგბურთში “დევისის თასის” გათამაშების დამაარსებელი.

2007 - ვალერი ალთაბაევი. გამოჩენილი ქართველი კალათბურთელი. 1959-69 წლებში თბილისის “დინამოში”, თბილისისა და საქართველოს ნაკრებ გუნდებში ასპარეზობდა. იგი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ოქროს (1968), სამი ვერცხლისა (1960, 1961, 1969) და ბრინჯაოს (1965) მედლების მფლობელი, აგრეთვე სსრკ-ის თასისა (1969) და ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის (1962) გათამაშებების გამარჯვებულია. 1996-2000 წლებში ალთაბაევი ბათუმის “ბასკოს” წვრთნიდა. გარდაიცვალა 67 წლის ასაკში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115897