სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

14:05 | 27.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაძე:  „მერანის’ გულშემატკივრებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი გუნდით”
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

გიორგი მიქაძე მარტვილის „მერანს“ წლეულს 12 ივნისს ჩაუდგა სათავეში. 36 წლის სპეციალისტს ადრე „ზესტაფონში“, შემდეგ კი საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელად უმუშავია.

ამ მოკლე დროში, მიქაძის მოღვაწეობა მარტვილის გუნდში, რა თქმა უნდა დადებითად უნდა შეფასდეს, პირველი ლიგის გარდამავალ ჩემპიონატში „მერანმა“ მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმო, დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში კი, კლუბის არსებობის ისტორიაში უდიდეს წარმატებას მიაღწია და ფინალში ითამაშა, სადაც ქუთაისის „ტორპედოსთან“ დამარცხდა.

შედეგთან ერთად მიქაძის დამოძღვრილ კლუბს ახალი მწვრთნელის ხელწერა მალევე დაეტყო, მარტვილელები სანახაობრივ, შემტევ ფეხბურთს თამაშობენ, დაცვის კუთხით კი ერთ-ერთი საუკეთესონი არიან, რადგან პირველი ლიგის ორივე ჯგუფში ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვეს.

„მერანის“ მთავარ მწვრთნელს Worldspor.ge ესაუბრა.

_ როგორ შეაფასებდით თასის ფინალს?

_ ნეიტრალური გულშემატკივარისთვის თვალსასეირო, საინტერესო მატჩი გამოვიდა. ჩვენთვის ორი განსხვავებული ტაიმი იყო, მეორე ტაიმი განსაკუთრებით კარგი გამოდგა. პირველ ნახევარში ცოტა შებოჭილები ვიყავით და ვფიქრობ, ცოტა სითამამეც გვაკლდა. ორივე გოლი სტანდარტულიდან გავუშვით უყურადღებობის გამო. მეორე ტაიმში რთული იყო თამაშის მოტრიალება, მაგრამ გვქონდა მომენტები და შეიძლებოდა მინიმუმ წონასწორობის აღდგენა, ცოტა იღბალიც რომ ყოფილიყო ჩვენს მხარეს. სამწუხაროდ, ეს არ იყო ჩვენი დღე და დავმარცხდით, მაგრამ „მერანის’ გულშემატკივრებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი გუნდით. კარგი გუნდი გვყავს და დარწმუნებული ვარ სამომავლოდ ბევრი წარმატებები გვექნება.

_ პირველი ლიგის განვლილ სეზონზე რას იტყოდით?

_ სიმართლე გითხრათ, როცა შევიკრიბეთ ჩვენი მთავარი მიზანი იყო და არის ლიგა პრო-2 ში მოხვედრა. გათამაშების სტარტზე ცოტა გაგვიჭირდა, პირველი ლიგის გუნდები ჩვენთვის ერთგვარი სიურპრიზები იყვნენ, თავიანთი მონდომების და ჟინის ხარჯზე, მერე ნელ-ნელა ალღო ავუღეთ და ფაქტიურად ბოლო მატჩები ძალიან მარტივად მოვიგეთ.

_ მარტვილელ გულშემატკივარს რას პირდებით, რომლებიც ფეხბურთის სიყვარულით და გულშემატკივრობით ერთ-ერთი გამორჩეულები არიან..

_ ძალიან ამაღელვებელი და სასიამოვნო იყო ზესტაფონში „მერანელების“ გულშემატკივრობა. მადლობა მათ ასეთი დიდი მხარდაჭერისთვის. მართალია თასის აღება ვერ შევძელით, მაგრამ ბიჭებმა იბრძოლეს და ღირსეულდად დატოვეს მოედანი. მთავარი თამაშები ჩემპიონატში წინ გვაქვს, პლეი-ოფებს ვგულისხმობ და მჯერა, რომ როგორც ფინალზე დაგვიდგნენ გვერდში ამ მატჩებზეც გაამახნევებენ ბიჭებს და ერთად მივაღწევთ იმ მთავარ მიზანს, რისთვისაც ვიბრძვით.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.134223
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X