ფეხბურთი

15:50 | 25.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ანრი: “ყოველთვის მინდოდა ჯერარდთან ერთ გუნდში მეთამაშა”

“არსენალის” ლეგენდა, ფრანგი ტიერი ანრი სტივენ ჯერარდის კარიერის დასრულებას თავის ოფიციალურ ტვიტერზე გამოეხმაურა.

“ყოველთვის მინდოდა, სტივენთან ერთ გუნდში მეთამაშა. ჯერარდი ლეგენდაა, საოცარი კარიერა ჰქონდა”, - განაცხადა ანრიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯერარდმა კარიერის დასრულების შესახებ გუშინ განაცხადა.

სტივენმა “ლივერპულის” რიგებში 17 სეზონი ითამაშა, სადაც 710 შეხვედრაში 85 გოლი გაიტანა. მერსისაიდელებთან ერთად მოიგო ინგლისის თასი, ლიგის თასი, სუპერთასი, ჩემპიონთა ლივა, უეფას თასი და უეფას სუპერთასი. ეროვნულ ნაკრებში ჯერარდმა 114 მატჩში 21 გოლი გაიტანა. 2015-16 წლებში ნახევარმცველი “ლოს ანჯელეს გელექსიში” თამაშობდა, სადაც საბოლოოდ კარიერა დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118878