ფეხბურთი

22:53 | 23.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლილმა” მწვრთნელი დაითხოვა

“ლილის” ხელმძღვანელობამ ფრედერიკ ანტონეტი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა. აღნიშნული ინფორმაცია “ძაღლების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

“ლილმა” გასულ ტურში შინ “ლიონთან” წააგო (0:1) და მე-19 პოზიციამდე დაქვეითდა, რაც 55 წლის სპეციალისტს აღარ აპატიეს და კარისკენ მიუთითეს.

“ძაღლებს” ლიგა 1-ში 13 ტურის შემდეგ მხოლოდ 10 ქულა აქვთ.

0.112331