ფეხბურთი

12:17 | 22.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

რეკორდიდან ანტირეკორდამდე – ჯეიმი ვარდის ისტორია

რეკორდიდან ანტირეკორდამდე – ჯეიმი ვარდიმ ზუსტად ერთი წლის წინ პრემიერლიგაში ზედიზედ 11 მატჩში გაიტანა გოლი და ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ჯეიმი ასეთი მრისხანე ვეღარაა.

ვარდის გოლი 10 სექტემბრის მერე არ გაუტანია, როცა “ლივერპულის” კარი აიღო “ენფილდზე”. ხსენებულ პერიოდში კი, “ლესტერმა” 13 თამაში ჩაატარა. აღნიშნულ მშრალ სერიაში არ იგულისხმება სანაკრებო შეხვედრები, სადაც ვარდიმ ერთი კვირის წინ ესპანეთის კარში შესძლო გატანა.

საინტერესოა, როდის შეწყვეტს უიღბლო სერიას შარშანდელი სეზონის ნამდვილი აღმოჩენა. ამისთვის პირველი შანსი ჯეიმი ვარდის დღეს მიეცემა – ჩემპიონთა ლიგაზე “ლესტერი” “ბრიუგეს” ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10974