ფეხბურთი

21:08 | 21.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რომა” პელეგრინის სახლში დაბრუნებას ეცდება

იტალიის “რომა” “სასუოლოს” და იტალიის 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელის, ლორენცო პელეგრინის შეძენას ცდილობს. calciomercato.com-ის ინფორმაციით, “მგლები” 20 წლის ნახევარმცველში 10 მილიონის გაღებას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში აპირებენ. საინტერესო კი ისაა, რომ პელეგრინი “რომას” სკოლის აღზრდილია და 2015 წელს იტალიის სერია ა-ში დებიუტიც ამ გუნდის მაისურით ჰქონდა. მაგრამ, ერთი წლის წინ იტალიელი “სასუოლოში” გაყიდა.

პელეგრინიზე იტალიაში დიდი იმედი მყარდება. ამ სეზონში ახალგაზრდა მოთამაშემ 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.

0.117987