ფეხბურთი

10:43 | 21.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანია: “ორ კვირაში ფორმის აღდგენა ადვილი არაა”

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “სევილია ატლეტიკოს” ქართველი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია უკვე გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს. როგორც აბურჯანიამ WORLDSPORT.GE-ს უთხრა, ფორმაში შესასვლელად 2 კვირა საკმარისი არაა.

“ამჟამად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია და გუნდთან ერთად ვვარჯიშობ. როდის ვითამაშებ? – გააჩნია ფორმაში შესასვლელად რა დრო დამჭირდება, ამის მიხედვით. საკმაო ხანი გამიცდა და არაა ადვილი ორ კვირაში ფორმაში შესვლა”, - გვითხრა გიორგიმ.

შეგახსენებთ, გიორგი აბურჯანია “ხიმნასტიკიდან” “სევილიაში” გასულ ზაფხულს გადავიდა, მაგრამ სამწუხაროდ, მალევე სერიოზული ტრავმა მიიღო და დღემდე ანდალუზიური გუნდის რიგებში დებიუტის მოლოდინშია.

0.113998