ფეხბურთი

21:36 | 16.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მილანს” “მადონინაში” რომანიოლი დააკლდება

“მილანის” 22 წლის მცველი ალესიო რომანიოლი ტრავმირებულია. ამ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. ნიჭიერმა ფეხბურთელმა ტრავმა იტალიისა და გერმანიის მატჩისას მიიღო, რის გამოც შესვენებაზე იგი დავიდე ასტორიმ შეცვალა. რომანიოლის კუნთის პრობლემა აქვს და ამ ეტაპზე არაა ცნობილი რა დრო გაუცდება. თუმცა, კვირას, მილანურ დერბიში “ინტერთან” მისი თამაში დიდი კითხვის ქვეშ დგას.

რომანიოლი კარგ ფორმაში იყო და გარდა იმისა, რომ “მილანის” ლიდერია, იტალიის ნაკრებშიც ნელ-ნელა ძირითად შემადგენლობაში იკიდებს ფეხს.

0.111183