ფეხბურთი

13:56 | 14.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ პირველი მილიარდერი ფეხბურთელი გახდება

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ კომპანია Nike-სთან ახალი სარეკლამო კონტრაქტი გააფორმა. როგორც The Sun-ის იტყობინება, ხელშეკრულების პირობების თანახმად, ფეხბურთელი სიცოცხლის ბოლომდე ყოველწლიურად 24 მილიონ დოლარს მიიღებს. ამგვარად, კრიშტიანუს, მხოლოდ ამ შეთანხმებით, 73 წლის ასაკში მილიარდი დოლარი ექნება გამომუშავებული.

რონალდუ, კალათბურთელების მაიკ ჯორდანისა და ლებრონ ჯეიმსის შემდეგ, მესამე სპორტსმენია, ვინც Nike-სთან კონტრაქტი სიცოცხლის ბოლომდე გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ 31 წლის ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ მადრიდის “რეალთანაც” გაახანგრძლივა ხელშეკრულება და 2021 წლამდე კლუბში მისი ყოველწლიური ანაზღაურება 24 მილიონი ევრო იქნება, რასაც ყოველ სეზონში ბონუსების სახით 1 მილიონამდე დაემატება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109979