ფეხბურთი

21:12 | 13.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო მოტა ახალი კლუბის ძიებაშია

პარი სენ ჟერმენის” იტალიელმა ნახევარმცველმა ტიაგო მოტამ შესაძლოა, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კლუბი დატოვოს. როგორც ფეხბურთელის აგენტმა ალესანდრო კანოვიმ RadioGoal24-თან საუბარში განაცხადა, მისი კლიენტი ახალი გუნდის ძიებაშია.

“ამაზე საუბარი ჯერ კიდევ ადრეა, თუმცა ვფიქრობთ, რომ პსჟ-სთან კონტრაქტს არ გავახანგრძლივებთ. ყველაზე მეტად სერია A-ში თამაშს გამოვრიცხავთ. ველოდებით სარფიან შემოთავაზებებს”, – განაცხადა კანოვიმ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიური წარმოშობის იტალიელი 34 წლის ნახევარმცველი პსჟ-ში 2012 წელს იტალიური “ინტერიდან” გადავიდა. ბოლო 4 სეზონში კი კლუბთან ერთად 181 თამაში ჩაატარა და 13 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129666