ფეხბურთი

15:21 | 11.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბარტონის გლაზგოური თავგადასავალი ვადაზე ადრე დასრულდა

ჯოი ბარტონი რის ჯოი ბარტონია შარში რომ არ გაეხვეს – საქმე ისაა, რომ ინგლისელმა ნახევარმცველმა “გლაზგო რეინჯერსში” თავისი 4-თვიანი მოღვაწეობა უკვე დაასრულა, კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

ამის მიზეზი კი, თანაგუნდელ ენდი ჰელიდეისთან ჩხუბი გახდა “სელტიკთან” “ოლდ ფირმის” წაგების მერე.

“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, საამაყო იყო “რეინჯერსის” ღირსების დაცვა და მომავალში წარმატებებს ვუსურვებ”, - დაწერა ტვიტერზე ბარტონმა.

მოგეხსენებათ, 34 წლის ბარტონი ოდითგანვე ჩხუბისთავადაა ცნობილი და სამშობლოში თამაშის დროსაც უსიამოვნებებში არაერთხელ გახვეულა. ხსენებული 4 თვის განმავლობაში ინგლისელმა “რეინჯერსის” რიგებში 8 თამაში ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120125