ფეხბურთი

17:09 | 4.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვიტელთა ხუთიანი, ტყიბულელთა ბოლო წუთები

გაიმართა პირველი ლიგის მორიგი ტურის 7 მატჩი, ხოლო ერთი შეხვედრა ხვალ შედგება: საქართველოს თასის ფინალში გასული მარტვილის "მერანი" ხარაგაულის "ჩხერიმელას" უმასპინძლებს.

"თეთრი ჯგუფიდან" დავიწყოთ, რომელშიც ორი გამორჩეული მატჩი იყო. გია გიგატაძის გაწვრთნილმა წყალტუბოს "სამგურალმა" მამუკა ღონღაძის გოლით 1:0 სძლია ხობის "კოლხეთს" და ლიდერობა შეინარჩუნა.

შეგახსენებთ, ღონღაძე (მეტსახელად, "კანუ") წლების განმავლობაში წარმატებულად თამაშობდა ლატვიურ გუნდებში და იქაური ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. რამდენიმე ქართულ გუნდშიც თამაშობდა, ახლა კი მშობლიური წყალტობოს "სამგურალშია" და მისი დიდი დამსახურებაც არის, რომ გუნდი პირველ ადგილზეა.

კახა გოგიჩაიშვილის გაწვრთნილი "მეშახტე" 81-ე წუთამდე აგებდა ხონის "იმერეთთან" და ბოლოს სამი გოლი გაიტანა - 3:1 მოიგო. "მეშახტეს" იმდენივე ქულა აქვს რამდენიც "სამგურალს", წყალტუბოელები ურთიერთშეხვედრებით წინ არიან, თუმცა ეს გუნდები ტყიბულშიც შეხვდებიან ერთმანეთს.

ამავე ჯგუფში ცხინვალის "ლიახვმა" 2:0 სძლია აუტსაიდერ "მარკ სტარსს", თუმცა საეჭვოა, რომ მეშვიდე ადგილს თავი დააღწიოს.

"წითელ ჯგუფში" გამოსარჩევი იყო პირველ-მეორეადგილოსნების დაპირისპირება, თუმცა დაძაბული მატჩი ვერ გამოდგა: "ვიტ ჯორჯიამ" 5:2 მოუგო "გაგრას". სულაც 5:0-ს უგებდა და მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაუშვა ორი გოლი. ვიტელთაგან ხუთმა ფეხბურთელმა მიითვალა თითო-თითო გოლი. "ვიტ ჯორჯია" ჯგუფის ლიდერია და თითქმის განაღდებულიც აქვს პირველი ადგილი, აი, მეორე პოზიციისთვის კი რამდენიმე გუნდი იბრძოლებს. "გაგრას" გარდა, პრეტენზია აქვთ "ბორჯომს", "ოდიში1919"-ს, "სქურს" და შესაძლოა, "სულორსაც".

ზუგდიდელები შინ აგებდნენ აუტსაიდერ "გარდაბანთან", მაგრამ 4:1 იმარჯვეს. დუბლი მიითვალა ახალგაზრდა აკაკი ფარჯიკიამ და სეზონში 9 გოლი დაუგროვდა.

"სულორმა" თემურ მახარაძის გაწვრთნილ "საპოვნელას" 2:1 სძლია. თერჯოლელები ზედიზედ აგებენ თამაშებს და ბოლოსწინა ადგილზე არიან.

რაც შეეხება "სქურს", წალენჯიხელებმა 4:1 მოუგეს "ჭიათურას" და ლიგაში დასარჩენად ბრძოლას აგრძელებენ. უიმედიოდ არც ჭიათურელები რჩებიან.

თეთრი ჯგუფი ("რუსთავი" ისვენებდა)

სამგურალი (წყალტუბო) - კოლხეთი (ხობი) 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 მამუკა ღონღაძე (37)

მეშახტე (ტყიბული) - იმერეთი (ხონი) 3:1 (0:1)

გოლები: 0:1 ჩაფიძე (35), 1:1 ჯიმშელეიშვილი (81), ხარაბაძე (87 საკ.კარში), 3:1 ასამოა (90)

ლიახვი (ცხინვალი) - მარკ სტარსი (თბილისი) 2:0

გოლები: 1:0, 2:0 უღრელიძე (13, 15)

მერანი (მარტვილი) - ჩხერიმელა (ხარაგაული) ხვალ გაიმართება

სამგურალი 13 8 2 3 25 20 5 26
მეშახტე 13 8 2 3 22 8 14 26
რუსთავი 12 8 2 2 22 12 10 20
იმერეთი 12 5 3 4 23 18 5 18
კოლხეთი ხ 12 4 4 4 14 12 2 16
მერანი 11 5 4 2 18 8 10 13
ლიახვი 12 2 3 7 12 28 -16 9
ჩხერიმელა 12 1 3 8 12 32 -20 6
მარკ სტარსი 13 0 3 10 11 27 -16 3


წითელი ჯგუფი ("ბორჯომი" ისვენებდა)

ოდიში1919 (ზუგდიდი) - გარდაბანი 4:1 (2:1)

გოლები: 0:1 კალაჯიშვილი (15), 1:2 გელა ხუბუა (24), 2:1 ფარჯიკია (45), 3:1 ცაგარეიშვილი (51), 4:1 ფარჯიკია (90)

სულორი (ვანი) - საპოვნელა (თერჯოლა) 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 კილაძე (53), 1:1 ახალაია (68), 2:1 ჯაბა ჩხეტიანი (79)

სქური (წალენჯიხა) - ჭიათურა 4:1 (1:0)

გოლები: 1:0 შელია (23), 2:0 თევდორაძე (63), 2:1 სევასტოპულო (72 პენ), 3:1 ქირია (87), 4:1 თევდორაძე (90)

ვიტ ჯორჯია (თბილისი) - გაგრა 5:2 (2:0)

გოლები: 1:0 დავლაშელიძე (25), 2:0 ღუდუშაური (39), 3:0 გურამ გურეშიძე (47), 4:0 გიგა გურეშიძე (86), 5:0 კახაბრიშვილი (90), 5:1 პაპავა (90+2), 5:2 ტყეშელაშვილი (90+4)

ვიტ-ჯორჯია 12 9 2 1 28 10 18 29
გაგრა 13 7 3 3 25 19 6 21
ბორჯომი 12 7 1 4 18 11 7 19
ოდიში 1919 13 6 1 6 22 23 -1 19
სქური 12 5 3 4 25 16 9 18
სულორი 13 5 3 5 14 15 -1 15
ჭიათურა 13 5 1 7 11 19 -8 13
საპოვნელა 12 3 3 6 10 17 -7 12
გარდაბანი 12 0 1 11 10 33 -23 1

ბომბარდირები

12- ლევან პაპავა (გაგრა), 10- ნიკოლოზ ხინთიბიძე (მეშახტე), 9 - აკაკი ფარჯიკია (ოდიში1919), 8 - გიორგი ტყეშელაშვილი (გაგრა), 7 - დათა სიჭინავა (რუსთავი), დათა ციცხვაია (ბორჯომი), მამუკა ღონღაძე (სამგურალი)

0.137496