ფეხბურთი

16:10 | 4.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

არის ადურისის ორი რეკორდი

ბილბაოს “ატლეტიკის” თავდამსხმელი არის ადურისი ისტორიაში შევიდა. ვეტერანმა ესპანელმა ფორვარდმა გუშინ, ევროპა ლიგაზე ბელგიის “გენკს” 5 გოლი გაუტანა და ამ ტურნირის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ამდენჯერ იხეირა ერთ კონკრეტულ შეხვედრაში.

საერთოდ, კი, ბოლოს ასეთი რამ უეფას თასზე, იტალიელ ფაბრიციო რავანელის გაუკეთებია, რომელმაც “იუვენტუსი” – სოფიის ცსკას მატჩში შესძლო ხუთჯერ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ადურისმა ხუთიდან სამი გოლი პენალტით შეაგდო და ევროპა ლიგაზე ამ მაჩვენებლითაც პირველია.

არის ადურისი გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა აღნიშნულ ტურნირზე (11 მატჩში 10 გოლი), ხოლო ჯამში 27 შეხვედრაში 18-ჯერ აქვს გატანილი “ბილბაოსა” და “ვალენსიას” რიგებში.

0.11423