სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

22:40 | 29.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

როდემდე ლაიპციგ?! (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

გერმანიის ბუნდესლიგის მეცხრე ტურის შემდგომ სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ცვლილებები არ მომხდარა – “ბაიერნს” კუდში ისევ “ლაიპციგი” უდგას. კი მაგრამ, როდემდე? – ბუნდესლიგის დებიუტანტი ფანტასტიურად ასპარეზობს და განვლილ ტურებში ერთხელაც არ დამარცხებულა. ასეთი სტარტი კი, ისტორიაში არცერთ დებიუტანტს არ ჰქონია.

დღეს, “რედ ბულმა” გასვლაზე “დარმშტადტს” მოუგო მეორე ტაიმში მარსელ ზაბიცერის დუბლით. ავსტრიელი მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში, თუმცა არცთუ ისე დიდი დრო ეყო, მატჩის რომ გახლდარიყო. “ლაიპციგმა” ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო და “ბაიერნს” სულ რაღაც ორი ქულით ჩამორჩება.

“რეკორდმაისტერმა” კი, აუგსბურგში ადგილობრივ გუნდს აჯობა მარტივად – 3:1. კარლო ანჩელოტის შეგირდების უპირატესობა მეტოქეზე ეჭვქვეშ არ დამდგარა. ერთადერთი რაც “აუგსბურგმა” მოახერხა, მატჩის მიწურულს გატანილი პრესტიჟის გოლი გახლდათ. რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა და მხოლოდ 6 ფეხბურთელია ბუნდესლიგის ისტორიაში ისეთი, ვისაც იგივეს გაკეთება უფრო მეტჯერ მოუხერხებია. ერთიც არიენ რობენმა შეაგდო და ზედ საგოლე პასიც დააყოლა. სხვათა შორის, ჰოლანდიელს, ერთ მატჩში გოლს+პასი ბოლოს 2015 წლის თებერვალში ჰქონდა გახერხებული.

ტურის ცენტრალური შეხვედრა კი, რაღა თქმა უნდა, დორტმუნდში იყო, სადაც რურის დერბი გაიმართა – თუმცა უინტერესოდ წარიმართა და ქომაგმა გოლი ვერ იხილა. ტომას ტუხელის გუნდი კრიზისშია და ამის თქმა გადაჭრით შეიძლება. “ყვითლებმა” ზედიზედ მესამედ ითამაშეს ფრედ, მანამდე საერთოდ წააგეს. “შალკეს” კი, დერბიში გასვლაზე მოპოვებული ქულა აქტივში უნდა ჩავუთვალოთ, რადგან “ხუმარებს” არცთუ ისე, კარგი პერიოდი უდგათ.

სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია, “ლევერკუზენის” საგარეო გამარჯვება “ვოლფსბურგში” – ორივ ე გუნდს შავი პერიოდი უდგას, მაგრამ დღეს უფრო “ბაიერს” გაუმართლა. არადა, ვალერიან ისმაილის გუნდი თითქმის მთელი თამაში იგებდა, მაგრამ “ფარმაცევტებმა” ბოლო ათ წუთში შეხვედრა მოატრიალეს. რითაც, სამი დღის წინ ქვედალიგელთან თასზე განცდილი მარცხით მიყენებული ტკივილი ოდნავ შეიმსუბუქეს.

“აუგსბურგი” – “ბაიერნი” 1:3 (0:2) VIDEO

აუგსბურგი, WWK არენა

მაყურებელი: 30 660

“აუგსბურგი” (4-2-3-1): ჰიტცი; ვერჰაეგი, იანკერი, ჰინტერეგეერი, სტაფილიდისი; ბაიერნი, კაჩარი (მორავეკი 82); ჯა-ჩეოლი, ალტინტოპი (ტეიგლი 65), შმიდი (მაქსი 55); ჯი

მწვრთნელი: შუსტერი

“ბაიერნი” (4-3-3): ნოიერი; ლამი, მარტინესი (ჰუმელსი ), ბოატენგი (ბადშტუბერი 62), ალაბა; ალკანტარა, ალონსო, ვიდალი; რობენი (კიმიხი 76), ლევანდოვსკი, დუგლას კოშტა

მწვრთნელი: ანჩელოტი

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (19), 0:2 რობენი (21), 0:3 ლევანდოვსკი (48), 1:2 ჯა-ჩეოლი (67)

გაფრთხილება: ჯა-ჩეოლი (35), ტიეგლი (75)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 16 (8) ბურთის ფლობა: 30%-70% კუთხურები: 4:10 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: დინგერტი

“დარმშტადტი” – “ლაიპციგი” 0:2 (0:0) VIDEO

დარმშტადტი, მერკ-შტადიონი

მაყურებელი: 16 400

“დარმშტადტი” (4-4-1-1): ესერი; ჰონი, მილოშევიჩი, სულუ, გუვარა; ბენ-ჰატირა, იუნგვიტი, გონდორფი (ვრანჩიჩი 73), ბეჟიაკი (ჰელერი 79); კლაინჰაისნერი; შიპლოკი (ჩოლაკი 65)

მწვრთნელი: მეიერი

“ლაიპციგი” (4-4-2): გულაჩსი; ბერნარდო (ბურკი 70), ორბანი, კომპერი, ჰალსტენბერგი; კეიტა, ილსანკერი, დემე, ფორსბერგი; ვერნერი (სელკე 86), პოულსენი (ზაბიცერი 51)

მწვრთნელი: ჰასენჰუტლი

გოლები: 0:1 ზაბიცერი (57), 0:2 ზაბიცერი (81)

გაფრთხილება: გონდორფი (3), შიპლოკი (21), ჰონი (77), ბენ-ჰატირა (86) – პოულსენი (24), გონდორფი (81)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 4 (0) – 11 (4) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 2:6 თამაშგარე: 3:7

მსაჯი: შტარკი

“მაინცი” – “ინგოლშტადტი” 2:0 (0:0)VIDEO

მაინცი, “ოპელ არენა”

მაყურებელი: 24 197

“მაინცი” (4-2-3-1): ლოსლი; დონატი, ბელი, ჰაკი, ბროზინსკი; სერდარი, გბამინი; სამპეირო (ოზტუნალი 83), მალი (ბალოგუნი 90), დე ბლასისი (როდრიგესი 90); კორდობა

მწვრთნელი: შმიდტი

“ინგოლშტადტი” (4-4-2): ნიალანდი; ჰადერგიონაი, მატიპი, ტისერანდი, სუტნერი; ჰარტმანი (ლექსი 72), როგერი, კოენი (კრისტიანსენი 58), გროსი; ჰინტერესეერი, ლეზჩანო (ლეჩკიე 62)

მწვრთნელი: კაუჟინსკი

გოლები: 1:0 მალი (51, პენ), 2:0 ოზტუნალი (85)

გაფრთხილება: სამპეირო (64) – კრისტიანსენი (72, 86)

გაძევება: კრისტიანსენი (86)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (8) – 5 (2) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 5:0 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: კამპკა

“ვერდერი” – “ფრაიბურგი” 1:3 (0:2) VIDEO

ბრემენი, “ვეზერშტადიონი”

მაყურებელი: 41 500

“ვერდერი” (4-1-4-1): ვიედვალდი; გებრე სელასიე, სანე (ველიკოვიჩი 41), მოისანდერი, გარსია; გრილიტში (ბარტლესი 46); ჰაიროვიჩი (ტი 78), ფრიტცი, იუნუზოვიჩი, გნაბრი; მანე

მწვრთნელი: ნური

“ფრაიბურგი” (4-4-2): შვოლოვი; სტენცელი, ტორეხონი, სოიუნცუ, გუნტერი; ფრანტცი (ჰაბერერი 90), ჰოფლერი, აბრაში, გრიფო; გუედე (პეტერსენი 58), ფილიპი (ნიდერლეხნერი 78)

მწვრთნელი: სტრეიხი

გოლები: 0:1 ფილიპი (29), 0:2 გრიფო (39), 1:2 გარსია (67), 1:3 აბრაში (75)

გაფრთხილება: გარსია (9) – ფრანტცი (24), ფილიპი (68), ჰოფლერი (83)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (4) – 13 (5) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 4:4 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: ვინკმანი

“ვოლფსბურგი” – “ლევერკუზენი” 1:2 (1:0)VIDEO

ვოლფსბურგი, “ვოლკსვაგენ არენა”

მაყურებელი: 26 398

“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): ბენალიო; ბლაშჩკოვსკი, კნოხე (ჰანსენი 8), როდრიგესი, გერჰარდტი; სეგუინი (მაიორალი 87), ლუის გუსტავო; კალიჯური, არნოლდი, დრაქსლერი (ბრეკალო 78); გომესი

მწვრთნელი: ისმაელი

“ლევერკუზენი” (4-4-2): ლენო; ჰენრიხსი, იედვაი, დრაგოვიჩი, ვენდელი; მეჰმედი (კისლინგი 87), ბენდერი (ბაუმგარტლინგერი 77), არანგიზი (ჰავერტცი 70), ბრანდტი; კამპლი, ჩიჩარიტო

მწვრთნელი: შმიდტი

გოლები: 1:0 არნოლდი (37), 1:1 მეჰმედი (79), 1:2 იედვაი (83)

გაფრთხილება: ბრეკალო (80) - მეჰმედი (60), ბენდერი (65), ვენდელი (71)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (2) – 18 (6) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 1:4 თამაშგარე: 0:5

მსაჯი: სტილერი

“დორტმუნდი” – “შალკე” 0:0 (0:0)

დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”

მაყურებელი: 80 179

“დორტმუნდი” (4-1-4-1): ბურკი; პიშჩეკი, სოკრატისი, გინტერი, პასლაკი (გუერეირო 71); ვეიგლი; პულიშიჩი, კაგავა (შურლე 79), გიოტცე, დემბელე (როდე 87); ობამეიანგი

მწვრთნელი: ტუხელი

“შალკე” (3-1-4-2): ფარმანი; ჰიოვედესი, ნალდო, ნასტასიჩი; გეისი; შკოპფი, გორეცკა, ბენტალები (სტამბული 90), კოლასინაჩი; დი სანტო (ჩუპო-მოტინგი 63), მეიერი (კონოპლიანკა 75)

მწვრთნელი: ვაინციერლი

გაფრთხილება: კაგავა (7), ვეიგლი (12), დემბელე (41), სოკრატისი (64) – ნასტასიჩი (34), ბენტალები (36), კოლასინაჩი (76), გორეცკა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (1) – 8 (2) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 1:3 თამაშგარე: 3:6

მსაჯი: ბრიხი

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.240587
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X