ფეხბურთი

17:12 | 28.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ძალამიძე: "90 წუთი თამაში, შესაძლოა, ჯერ გამიჭირდეს"

პოლონური ლეჩნას "გურნიკის" ახალწვეულმა ნიკა ძალამიძემ განაცხადა, რომ ყველანაირად ცდილობს ფორმაში შესვლას. მის დებიუტს ხვალ "შლიონსკთან" საშინაო მატჩში ელიან. "შლიონსკში" კი, როგორც იცით, ლაშა დვალი თამაშობს.

"მზადების პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. 90 წუთი თამაში, შესაძლოა, გამიჭირდეს, მაგრამ ახლა სწორედ იმაზე ვმუშაობ, რომ ფიზიკურად კარგი ფორმა დავიბრუნო. შესაბამისად, გუნდისთვის დახმარების გაწევაც შემიძლია. "გურნიკში" თავს მშვენივრად ვგრძნობ, აკლიმატიზაციის პრობლემაც არ მქონია" - თქვა ძალამიძემ.

ლეჩნას "გურნიკი" 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101122