ფეხბურთი

23:37 | 27.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

“უიგანი” გიგზს იწვევს

ჩემპიონშიფის “უიგანის” ხელმძღვანელობამ რაიან გიგზს, მათი კლუბის გაწვრთნა შესთავაზა. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail–ი ავრცელებს.

“მაჩვებს” მიმდინარე სეზონის სტარტი წარუმატებელი გამოუვიდათ და გასულ შაბათს მორიგი მარცხის შემდეგ, აწ უკვე ყოფილ მწვრთნელს, გარი კოლდუელს კარისკენ მიუთითეს. “უიგანის” ხელმძღვანელობას სურს, რომ კოლდუელი რაიან გიგზმა ჩაანაცვლოს.

ცნობისთვის, გიგზი ამჟამად უმუშევარია, თუმცა რამდენად დათანხმდება ჩემპიონშიფის 23-ე ადგილოსანი კლუბის გაწვრთნას რთული სათქმელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113519