ფეხბურთი

21:55 | 26.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭანტურიას გოლი პენალტების სერიაში, საგოლე პასი და თასის მეოთხედფინალი (+VIDEO)

რუსეთის თასის მეოთხედფინალში ითამაშებს გიორგი ჭანტურია - "ურალმა" მერვედფინალური ეტაპზე პერმში, "ამკარს" მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში აჯობა (4:2). შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. სტუმრებმა ერთადერთი გოლი 38-ე წუთზე გაიტანეს, როდესაც ჭანტურიამ კუთხური ჩააწოდა და თავით არგენტინელმა პაბლო ფონტანელომ შეაგდო.

საფეხბურთო ლატარეას რაც შეეხება, "ურალის" მხრიდან პირველი ბურთთან ჭანტურია მივიდა და ზუსტად დაარტყა. ბუნებრივია, ქართველმა შემტევმა მინდორზე 120 წუთი დაჰყო. სხვათა შორის, ბოლო თერთმეტმეტრიანი ჩისამბა ლუნგუმ გაიტანა, ვინც ერთ დროს ზუგდიდის "ბაიაში" ირჯებოდა და სქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც უთამაშია.

"ამკარის" ძირითად შემადგენლობაში იყო და 118-ე წუთამდე ითამაშა გიორგი ჯიქიამ, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, იქაურ ნაკრებშიც უპირებენ მიწვევას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117778