ფეხბურთი

21:06 | 26.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

"აინტრახტი" "რეალთან" მოლაპარაკებას დაიწყებს

"აინტრახტის" ხელმძღვანელობა მზადაა მადრიდის "რეალთან" ხესუს ვალეხოს იჯარის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება დაიწყოს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანურმა AS-მა გაავრცელა.

19 წლის ფეხბურთელი "სარაგოსას" აკადემიის აღზრდილია და კლუბმა "რეალს" 2015 წელს მიჰყიდა. გასული სეზონი ვალეხომ მშობლიურ გუნდში განათხოვრების წესით გაატარა, მიმდინარე წლის ზაფხულში კი ერთწლიანი იჯარით გერმანულ გუნდში გადავიდა.

მიმდინარე სეზონში ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების მცველმა "აინტრახტში" 9 მატჩი ჩაატარა და ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა. გერმანელებს სურთ მცველი გუნდში კიდევ ერთი წლით დატოვონ. ესპანური კლუბის პოზიცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116578