ფეხბურთი

18:04 | 25.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლევან სალუქვაძე: “გვქონდა სხვა ვარიანტებიც, მაგრამ გროზნიმ ყველაზე მეტად დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნები”

“დინამო” თბილისის მთავარი მწვრთნელის პოსტზე უკრაინელი ვიაჩესლავ გროზნი დღეს დაინიშნა. გუნდის ახალი თავკაცის წარდგენისას მედიასთან თბილისური კლუბის პრეზიდენტის, რომან ფიფიას მრჩეველმა, ლევან სალუქვაძემ ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, კლუბს შეეძლო ახალი მწვრთნელი ზამთრიდან დაენიშნა, მაგრამ დროის კარგვას, არჩიეს, რომ გროზნი ახლა მიეწვიათ, რადგან ადაპტირება ახალ გარემოსთან და გუნდთან მალევე მოეხდინა.

ლევან სალუქვაძე: “მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გუნდს ვიაჩესლავ გროზნი უხელმძღვანელებს. იყო სხვადასხვა ვარიანტები, ჰოლანდიური, ბელგიური, ავსტრიული, გერმანული და ამ კანდიდატებს არაფერი დაეწუნებოდა, მაგრამ ჩვენი კრიტერიუმები ყველაზე მეტად გროზნიმ დააკმაყოფილა.. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ადვილად შეგუებოდა ახალი მთავარი მწვრთნელი ჩვენს მენტალიტეტსა და გარემოს. ბატონი გროზნი კი, უკრაინელია და მან კარგად იცის “დინამოს” ტრადიციები. ასევე მნიშვნელოვანი გახლდათ სათამაშო სტილი – შემტევი, ლამაზი ფეხბურთის თამაში.

მოგეხსენებათ, სამწლიანია ჩვენი მომავალი გეგმა, კონტრაქტი კი გაფორმდა 1+2 წლიანი სისტემით. ბატონმა რომან ფიფიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დრო არ დაგვეკარგა ადაპტაციაში, ხელშეკრულების პერიოდს დაემატა ეს დრო, რაც ჩემპიონატის დასრულებამდეა დარჩენილი. სხვათა შორის, ეს გროზნის ინიციატივა იყო”.

ძალიან ბევრი მწვრთნელის ბიოგრაფია იქნა შესწავლილი. რა თქმა უნდა, ჩვენი შესაძლებლობებიც შეზღუდულია და არ ვაკვირდებოდით მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელებს, მაგრამ ბევრს ვაკვირდებოდით, ვინც შეიძლებოდა ჩამოგვეყვანა. მართალია იანვრამდეც შეგვეძლო მოცდა, თუმცა მივხვდით, რომ დროს ტყუილად ვკარგავდით. ამ 2-3 თვეში იგი კარგად გაიცნობს გუნდს – ზამთრის სატრანსფერო პერიოდშიც შესძლებს გუნდის გაძლიერებას. გროზნის უყვარს ახალგაზრდებთან მუშაობა. თუნდაც, გუსევი, ჩიგრინსკი, ჟირკოვი მისი აღმოჩენილია. რატომ უნდა დაგვეკარგა დრო, როდესაც შეგვეძლო ახლა დაგვენიშნა მთავარი მწვრთნელი” – განაცხადა სალუქვაძემ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140295