ფეხბურთი

18:44 | 22.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

სირბილაძე 15: გოლი გამოწერილივით

ირაკლი სირბილაძემ არც ბოლო ტური დატოვა უგოლოდ. ფინეთის იუკონენ ლიგაში (რანგით მეორე ლიგა) კპვ სტუმრად აგებდა "იაზ პორისთან", მაგრამ 34 წლის ქართველმა ფორვარდმა ბოლო წუთებზე თავურით გაათანაბრა. შეხვედრა 1:1 დასრულდა. სანამ გაათანაბრებდა, სირბილაძემ პენალტი გააცუდა - მეკარემ აუღო. ეს მეორე ტაიმის დასაწყისში მოხდა.

სირბილაძისთვის ეს მე-15 გოლი იყო სეზონში (27 მატჩში). აქედან 10 ბურთი მან ბოლო ორთვენახევარში შეაგდო. ქართველი ბომბარდირობისთვის იბრძოდა, ლიდერს 17 გოლი დაუგროვდა.

ირაკლის გუნდი მეხუთე ადგილზე გავიდა, თუმცა სასიამოვნოა, რომ ქართველი ფეხბურთელი შედეგიან სეზონს ატარებს. წლეულს გუნდის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. ისე კი, სირბილაძე ფინეთის უმაღლესი ლიგის ბომბარდირიც გამხდარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114417