ფეხბურთი

17:06 | 22.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

"შუქურას" გამარჯვება და ფრე გორში 

დღეს გაიმართა უმაღლესი ლიგის ორი მატჩი. "თეთრ ჯგუფში" ქობულეთის "შუქურამ" ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა და აგებდა, მაგრამ 3:1 გაიმარჯვა. "შუქურა" ჯგუფში მეოთხე ადგილზეა, ხოლო "გურია" - მეექვსეზე. ამ შედეგმა კიდევ უფრო დაძაბა ცხრილში მდგომარეობა.

"წითელ ჯგუფში" გორის "დილა" 0:0-ზე გაეყარა ბათუმის "დინამოს", რომლისთვისაც ეს სეზონში მეხუთე ფრე იყო. აი, გორელთათვის კი ეს პირველი ფრეა. ორივე გუნდი სამეულში მოსახვედრად იბრძოლებს, პირველი ადგილის დაკავების პერსპექტივა კი ნაკლებად აქვთ. ამ ჯგუფის ფავორიტი და ლიდერიც "სამტრედიაა".

შუქურა (ქობულეთი)-გურია (ლანჩხუთი) 3:1 (1:1)

გოლები: 0:1 კირკიტაძე (25), 1:1 შალამბერიძე (45), 2:1 კომახიძე (47), 3:1 ჭანუყვაძე (90)

დილა (გორი)-დინამო (ბათუმი) 0:0

ხვალ გაიმართება

15:00. თბილისი. "მიხეილ მესხი". ლოკომოტივი-ჩიხურა

15:00. ქობულეთი. "ჩელე არენა". კოლხეთი-სიონი

15:00. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". სამტრედია-საბურთალო

17:00. თბილისი. "დინამო არენა". დინამო თბ-ცხინვალი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109855