ფეხბურთი

19:13 | 21.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტიტე არგენტინასთან დაპირისპირებისთვის მზადებას იწყებს

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მორიგი მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში 24 ფეხბურთელს უხმო. ბრაზილიელები სამხრეთ ამერიკულ ზონაში 10 ტურის შემდეგ 21 ქულით ლიდერობენ და 11 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე, პრინციპული დაპირისპირება ელით არგენტინასთან, რომელიც მიმდინარე შესარჩევს არასტაბილურად ატარებს - არგენტინელები ამ დროისთვის 16 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფებიან. ტიტეს შეგირდები არგენტინის ნაკრებთან მატჩის შემდეგ პერუს ეწვევიან (16 ნოემბერს).

Globo-ს ცნობით, ბრაზილიის ნაკრები ნოემბრის მატჩებისთვის ასეთი შემადგნელობით მოემზადება:

მეკარეები: ალისონი (“რომა”, იტალია), მურალა (“ფლამენგო”), ვევერტონი (“ალტეტოკო პარანენსე”);

მცველები: ჟილი (“შანდონგი”, ჩინეთი), მარკინიოსი (პსჟ, საფრანგეთი), მირანდა (“ინტერი”, იტალია), როდრიგო კაიო (“სან პაულო”), ტიაგო სილვა (პსჟ, საფრანგეთი), დანი ალვეში (“იუვენტუსი”, იტალია), ფაგნერი (“კორინთიანსი”), ფელიპე ლუისი (“ატლეტიკო”, ესპანეთი), მარსელო (“რეალი”, ესპანეთი);

ნახევარმცველები: კაზემირო (“რეალი”, ესპანეთი), ფერნანდინიო (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), ჟულიანო (“ზენიტი”, რუსეთი), ლუკას ლიმა (“სანტოსი”), პაულინიო (“გუანჯოუ”, ჩინეთი), ფილიპე კოუტინიო (“ლივერპული”), რენატო აუგუსტო (“პეკინი”, ჩინეთი); ვილიანი (“ჩელსი”, ინგლისი);

თავდამსხმელები: დუგლას კოსტა (“ბაიერნი”, გერმანია), რობერტო ფირმინიო (“ლივერპული”, ინგლისი), გაბრიელ ჟეზუსი (“პალმეირასი”), ნეიმარი (“ბარსელონა”, ესპანეთი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126817