ფეხბურთი

13:23 | 21.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე იაშვილი: “ჯიქიასთან და გოგიასთან ხშირი კონტაქტი გვაქვს”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა აკაკი გოგიასა და გიორგი ჯიქიას შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, ორივე ფეხბურთელი ქართული ფესვების მქონეა, მაგრამ მოქალაქეობა უცხო ქვეყნის აქვთ.

როგორც იაშვილმა განაცხადა, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ორივემ მომავალში საქართველოს ნაკრებში ითამაშონ.

“აკაკი გოგიაც და გიორგი ჯიქიაც ჩვენთვის ძალიან საინტერესო ფეხბურთელები არიან და საერთოდ, ყველა ვინც გამოგვადგება. პირადად მე მაქვს მათთან ხშირი კონტაქტი, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალში ამ ფეხბურთელებმა ითამაშონ საქართველოს ნაკრებში. თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი მათი გადასაწყვეტია”, - თქვა იაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113184