ფეხბურთი

16:14 | 20.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასი - ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

20 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. გუნდები ასე დაწყვილდნენ:

მერანი (მარტვილი) - ჩიხურა (საჩხერე)
დინამო (თბილისი) - ტორპედო (ქუთაისი)

ნახევარფინალური შეხვედრები 2 ნოემბერს გაიმართება. თასის ფინალი კი, რომელსაც ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს, 22 ნოემბერს.

სფფ-ის პრესსამსახური

0.112069