ფეხბურთი

11:36 | 20.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ძალამიძე ლეჩნას "გურნიკში" გადავიდა

24 წლის ქართველი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე პოლონურ ლეჩნას "გურნიკში" გადავიდა. ეს კლუბი ექტრაკლასაში (უმაღლესი ლიგა), 11 ტურის შემდეგ ბოლოდან მესამე ადგილზეა. თუმცა ქულებში საკმაო სიმჭიდროვეა და თავისუფლად შეიძლება, გუნდმა ზედა რვა გუნდში დაიმკვიდროს ადგილი.

როგორც იცით, ძალამიძე გასულ სეზონში თურქულ "რიზესფორში" გახლდათ, თუმცა თამაში არ უწევდა. ორი თვის წინ კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა. ნიკამ ერთი თვის წინ თბილისის "ლოკომოტივში" დაიწყო ვარჯიში, თუმცა მალევე წავიდა და ახლა უკვე პოლონეთის კლუბთან გააფორმა კონტრაქტი.

ძალამიძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში და ასევე, ეროვნულშიც უთამაშია. პოლონეთში კი 5 წელი თამაშობდა: ჯერ "ვიძევში", მერეკი "იაგელონიაში". ორივე ამ გუნდში კარგი სახელი დატოვა და ექსტრაკლასაში ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა შემტევ ნახევარმცველადაც მიიჩნევდნენ.

კარგია, რომ ნიკას უკლუბოდ ყოფნის პერიოდი დასრულდა. იმედია, ფორმაში შესვლასაც მალე შესძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113246