სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

21:18 | 19.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

კიტეიშვილმა დაიწყო, გააგრძელა, დაასრულა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

თბილისის "დინამომ" სათასო მეოთხედფინალში "ლოკომოტივს" სძლია და ნახევარფინალში გავიდა. 3:1 და მოგებულთაგან სამივე გოლი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა, ხოლო სტუმართაგან დავით ჩაგელიშვილმა მოახერხა გატანა.

საწყენია, რომ საქართველოს ჩემპიონისა და მიმდინარე სეზონში პროგრესირებადი გუნდის დაპირისპირებას 100-150 გულშემატკივარი დაესწრო. ეს ამბავი გაუკვირდა ვიაჩესლავ გროზნის, რომელიც თამაშს უყურებდა - როგორც იცით, 60 წლის უკრაინელი მწვრთნელი "დინამოს" ერთ-ერთ სავარაუდო თავკაცად მოიაზრება. გროზნის კი გაუკვირდა, მაგრამ თბილისში ცარიელ ტრიბუნებს მიჩვეულები ვართ, თან, მითუმეტეს ამხელა "დინამო არენაზე" ძალიან უფერულად მოჩანს კანტი-კუნტად შევსებული ადგილები.

დინამოელებს რამდენიმე ფეხბურთელი აკლდათ, მათ შორის, წინამატჩში გაძევებულები: გიორგი პაპუნაშვილი და რენე ფერეირა. დაცვაში აკაკი ხუბუტია შეუწყვილდა ალეკო ამისულაშვილს, ხოლო პაპუნაშვილის ნაცვლად გიორგი თევზაძე ვიხილეთ მოედანზე. "ლოკომოტივის" მონახაზში იყო ცვლილება, ლუკა ზარანდია პირველ ტაიმში არა გარემარბად, არამედ ცენტრალურ თავდამსხმელად მოგვევლინა.

მატჩის დასაწყისში "დინამოს" შეეძლო გატანა, ჯაბა ჯიღაური თავით ურტყამდა და მეკარე რევაზ თევდორაძემ მოიგერია, არეულობა შეიქმნა და სტუმრებმა მოახერხეს ხიფათის განმუხტვა. ანგარიში კი 25-ე წუთზე გაიხსნა, როცა დინამოელთა ხანგრძლივ შეტევას ისევ არეულობა მოჰყვა მეკარის ბაქანთან და კიტეიშვილმა ახლოდან ცაციით მოახერხა ზუსტად დარტყმა - 1:0.

აი, მეორე გოლი კი მართლაც ლამაზი გამოუვიდა ოთარს. ბულგარელმა ველევმა ჩააწოდა და კიტეიშვილმა ერთ შეხებაში ძლიერი დარტყმით გაიტანა. თევდორაძისნახტომი ამაო გამოდგა - 2:0.

თავის მხრივ, "ლოკომოტივსაც" შეეძლო მასპინძელთა კარის აღება, ყველაზე რეალური შანსი კი ზარანდიას ჰქონდა: მარცხნიდან შეიჭრა საჯარიმოში, დაარტყა და ნუკრი რევიშვილმა ფეხით მოიგერია. ისე, დარტყმა ცოტა სუსტი იყო. რევიშვილზე ის ვთქვათ, რომ მატჩის დასაწყისში შეცდა (ხელიდან გაუვარდა შორიდან დარტყმული ბურთი და კუთხურზე გადავარდა), თორემ სხვა ეპიზოდებში მშვენივრად ითამაშა და რთული ბურთებიც მოიგერია.

მეორე ნახევარში ჩაგელიშვილი შევიდა მინდორზე, მცველი გიორგი ხიდეშელი შეცვალა და სქემაც შეიცვალა: ჩაგელიშვილი ცენტრფორვარდად, ხოლო ზარანდია გარემარბად გადავიდა. "ლოკომ" მეორე ტაიმი პირველზე უკეთ ჩაატარა, თუმცა მატჩის გადარჩენა ვერ შესძლო.

მეორე ტაიმის შუაში ლადო დვალიშვილი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ცუდად დაარტყა და თევდორაძემაც მოიგერია. შემდეგ, ხუთწუთიან მონაკვეთში ლოკომოტიველ გეგა დიასამიძეს ორჯერ შეეძლო გატანა: ერთხელ მშვენიერი დრიბლინგი განახორციელა, კედელი გაითამაშა და ახლოდან დაარტყა, თუმცა რევიშვილი ადგილზე იყო. მეორედ კი ჩიტეიშვილის ჩაწოდების შემდეგ ააცილა. ამ მომენტიდან ერთ წუთში კი "ლოკომოტივმა" სხვაობა შეამცირა: ზარანდიას მშვენიერ პასს ჩაგელიშვილის შორეულ კუთხეში დარტყმა მოჰყვა და 2:1.

ბოლო წუთებში "ლოკომოტივმა" შეუტია, ხოლო "დინამო" კონრშეტევებზე იჭერდა მათ და ერთ-ერთი ასეთი გოლითაც დასრულდა. დვალიშვილმა კიტეიშვილი მოძებნა, რომელიც მარტო დარჩა მეკარესთან და დაბალ კუთხეში დარტყმით 3:1 აანთებინა ტაბლოზე.

საქართველოს თასის მეოთხედფინალი

დინამო (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 3:1 (2:0)

დინამო: რევიშვილი, ველევი, ხუბუტია (მიქელთაძე 57), ამისულაშვილი, ჭელიძე, პარუნაშვილი, ცინცაძე, თევზაძე, ჯიღაური (ჭანტურიშვილი 82), კიტეიშვილი, დვალიშვილი (ლილუაშვილი 90+3)

მწვრთნელი: თამაზ სამხარაძე

ლოკომოტივი: თევდორაძე, გაბაძე, მახარაძე, ხიდეშელი (ჩაგელიშვილი 46), ფოფხაძე, ქიქავა, ჩიტეიშვილი, უბილავა, კლიმიაშვილი, დიასამიძე, ზარანდია

მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა

გოლები: 1:0, 2:0 კიტეიშვილი (25, 38), 2:1 ჩაგელიშვილი (81), 3:1 კიტეიშვილი (90+1)

გაფრთხილება: კლიმიაშვილი (74), ცინცაძე (89)

მსაჯი: ლაშა სილაგავა

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.188132
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X