ფეხბურთი

14:50 | 18.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ტორინოს” უჩვეულო შედეგიანობა

იტალიური “ტორინო” დიდებულ ფორმაშია – სინიშა მიხაილოვიჩის გუნდმა საინტერესო მიღწევაც დააფიქსირა: სერია A-ს პირველ რვა ტურში 17 გოლი გაიტანა და ასეთი შედეგი ტურინულ გუნდს ნახევარ საუკუნეზე მეტი არ ჰქონია. კერძოდ, 1949-1950 წლების სეზონიდან მოყოლებული.

სხვათა შორის, “ტორინოზე” მეტი გოლი ამჟამად იტალიის ჩემპიონატში მხოლოდ “რომას” აქვს გატანილი (19), ხოლო თანაქალაქელ “იუვენტუსს” ასევე 17-ჯერ დაულაშქრავს მეტოქეთა კარი.

ბუნებრივია, “ხარების” შედეგიანი თამაში შეტევაში, ქულებზეც ისახება: “ტორინოს” 14 ქულით მეოთხე ადგილი უკავია და სპეციალისტთა მოსაზრებით, ევროსაგზურიც უნდა მოიპოვოს სეზონის ბოლოს.

თეგებიტორინო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111401