სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

11:40 | 15.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

უმაღლესი ლიგა - მეცხრე ტური
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

15-16 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წითელი და თეთრი ჯგუფების მეცხრე ტურის მატჩები გაიმართება. აღსანიშნავია, რომ გულშემატკივრებს ტურის ექვსივე შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა შეეძლებათ. ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „ლოკომოტივის“ მატჩს ტელეკომპანია „რიონი“ შემოგთავაზებთ პირდაპირ ეთერში, ბათუმის „დინამოსა“ და ფოთის „კოლხეთის“ დაპირისპირებას აჭარის ტელევიზია, ლანჩხუთის „გურიისა“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრას კი, თბილისელთა ვებ-გვერდი. რაც შეეხება დარჩენილ სამ თამაშს, გასული ტურის მსგავსად მათ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე იხილავთ.

ტურის ცენტრალურ შეხვედრას ქობულეთი უმასპინძლებს. ბათუმის „დინამო“ „ჩელე არენაზე“ უშუალო კონკურენტ, ფოთის „კოლხეთს“ მიიღებს. პირველ წრეში ფოთის „პარკი არენაზე“ გამართული მატჩი ბათუმელთა გამარჯვებით 5:0 დასრულდა. სატურნირო ცხრილში კი, გუნდებს შორის სხვაობა სულ რაღაც ერთი ქულაა. ბათუმელები 13 ქულით მეორეზე არიან ფოთელები კი, 12-ით მესამეზე, შესაბამისად, შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება ლანჩხუთში. ადგილობრივი „გურია“ „ევგრაფი შევარდნაძეზე“ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება. გასული სეზონის ჩემპიონები მიმდინარე ჩემპიონატში არასტაბილურად ასპარეზობენ, 10 ქულით მესამე ადგილზე არიან და ლიდერ საჩხერის „ჩიხურას“ 6 ქულით ჩამორჩებიან. გურულები კი, მეოთხე ადგილზე არიან და ჩატარებულ 7 შეხვედრაში 8 ქულა აქვთ.

უმაღლესი ლიგის მეცხრე ტურის დარჩენილ შეხვედრებში საჩხერის „ჩიხურა“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლებს, ქუთაისის „ტორპედო“ თბილისის „ლოკომოტივს“, ბოლნისის „სიონი“ „სამტრედიას“, „ზუგდიდი“ კი - გორის „დილას“.

დინამო ბთ - კოლხეთი 1913

ქობულეთი, ჩელე არენა, 15:30

პირდაპირი რეპორტაჟი: ajaratv.ge/live/ge

მსაჯები: ი. კვირკაშვილი, ი. უკლება, გ. ელიკაშვილი, ბ. გლუშჩუკი

გურია - დინამო თბ

ლანჩხუთი, "ევგრაფი შევარდნაძე", 15:30

პირდაპირი რეპორტაჟი: www.fcdinamo.ge

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, ი. კაკაბაძე, ი. მაჩიტიძე, ტ. რუხაია

ჩიხურა - შუქურა

ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი, 15:30

პირდაპირი რეპორტაჟი: www.gff.ge

მსაჯები: ბ. ნინუა, ლ. ვარამიშვილი, ზ. ფიფია, ა. ნონიკაშვილი

დისკვალიფიკაცია: ლევან კუტალია (შუქურა)

ტორპედო - ლოკომოტივი

ქუთაისი, "რამაზ შენგელია", 19:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.rionitv.com

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, დ. ჩიგოგიძე, დ. გაბისონია, გ. ყრუაშვილი

დისკვალიფიკაცია: გიორგი ხიდაშელი, გიორგი გაბაძე (ორივე ლოკომოტივი)

სიონი - სამტრედია

ბოლნისი, "თამაზ სტეფანია", 15:30

პირდაპირი რეპორტაჟი: www.gff.ge

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, ა. კოკაია, ჯ. ხორავა, გ. დოგრაშვილი, შ. ქუხილავა

დისკვალიფიკაცია: ლაშა თოთაძე (სიონი)

ზუგდიდი - დილა

ზედა ეწერი, ცენტრალური სტადიონი, 15:30

პირდაპირი რეპორტაჟი: www.gff.ge

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ლ. თოდრია, ბ. ჭიჭინაძე, გ. ვარდიძე

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.127183
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X