ფეხბურთი

1:02 | 15.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდის" რეკორდი და "ჰერტას" შენარჩუნებული მეორე ადგილი (+VIDEO)

გერმანიის ბუნდელსიგის მეშვიდე ტური ძალზე საინტერესო მატჩით დაიწყო – დორტმუნდის “ბორუსიამ” ბერლინის “ჰერტა” მიიღო და რომ დაემარცხებინა, მეორე ადგილზე გადავიდოდა, მაგრამ მოეგაბს ვინ ჩივის, ტომას ტუხელის გუნდს ქულის გადარჩენაზე გვარიანო ოფლის ღვრა მოუწია.

საერთოდ, “ჰერტა” უცნაური გუნდია – შარშან იყო და თითქმის მთელი სეზონი ლიგის ზონაში გაატარა, ბოლოს მაინც ევროსარბიელს მიღმა დარჩა. ახლაც ჩინებულად ასპარეზობს და მიუნხენის “ბაიერნის” მდევარია. უგოლო პირველი ტაიმის მერე, მეორე ნახევარი ბევრად უკეთესი სანახავი იყო. შეხვედრა ახალი განახლებული იყო, როდესაც ვალენტინ შტოკერის გოლით ბერლინელები დაწინაურდნენ. გოლზე უფრო აღსანიშნი კი, საგოლე პასი გახლდათ: ვედად იბიშევიჩმა ქუსლით მთელი “ბორუსიას” დაცვა ჩატეხა და შვეიცარიელი მეკარეს პირისპირ შეატოვა. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ “ჰერტას” ბოლო 6 გოლში ბოსნიელ ფორვარდს უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული – ოთხჯერ თავად გაიტანა, ორჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

უნდა ითქვას, რომ “დორტმუნდს” დღეს წამყვანი ფეხბურთელების მთელი რიგი აკლდა და ალბათ, ამიტომაც იყო, რომ “ყვითლებს” გაუჭირდათ. თუმცა ქულა მაინც მოიპოვეს. 77-ე წუთზე შინჯი კაგავას დარტყმული სტუმარ მცველს ხელში მოხვდა და მსაჯმა პენალტი დანიშნა, თუმცა რად გინდა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა მეკარეს ვერ აჯობა. მიუხედავად ამისა, მალე ანგარიში მაინც გათანაბრდა: ემრე მორმა მარცხენა ფლაგზე კარგად ითამაშა და ყველაფერი გააკეთა, რომ გაბონელს შეცდომა გამოესწორებინა. ობამეიანგმაც ცარიელ კარში აღარ ააცილა – 1:1. აღსანიშნავია, რომ აფრიკელმა ფორვარდმა ბოლო 61 შეხვედრაში 51-ე გოლის გატანა შესძლო "დორტმუნდის" რიგებში. დარჩენილი დრო მხოლოდ უხეშებოით გამოირჩა – ჯერ თურქი ემრე მორი გაუყენა მსაჯმა გასახდელის გზას. “ჰერტას” კაპიტანი ლანგკამპი ნიჭიერ ფეხბურთელს ძალზე ეუხეშა, ლამის ორივე ხელით გააჩერა საჯარიმოში რომ არ შეეღწია, თურქმა კი ნერვები ვერ მოთოკა და მას ხელი უბიძგა. ცოტაც სტუმარმა მცველმა გააფორმა და მორი წითელ ბარათს გამორჩა. ისევე როგორც ანგარიშში, ფეხბურთელებშიც რაოდენობა მალე აღდგა: ამჯერად წითელი გოლის ავტორმა ვალენტინ სტოკერმა მიიღო გინტერთან უხეშობისთვის.

საბოლოოდ მატჩი ფრედ დასრულდა, რაც ხელს “ჰერტას” უფრო აძლევდა. ისე კი, “ბორუსიამ” ბუნდესლიგაში მიჯრით 25-ე თამაში არ წააგო საკუთარ მოედანზე და ბუნდესლიგის ახალი რეკორდი დაამყარა.

“დორმტუნდი” – “ჰერტა” 1:1 (0:0) VIDEO

დორმტუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”

მაყურებელი: 80 800

“დორტმუნდი” (4-2-3-1): ბურკი; პასლაკი, გინტერი, მერინო, შმელცერი (პარკი 71); როდე (დემბელე 60), ვეიგლი; პულიშიჩი, გიოტცე (კაგავა 60), მორი; ობამეიანგი

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

“ჰერტა” (4-2-3-1): იარშტეინი; ვეიზერი, ლანგკამპი, ბრუკსი, პლატენჰარდტი; სკიელბერგი (ალანი 78), შტარკი; ეშვეინი (მიტელშტადტი 90), სტოკერი, ჰარაგუჩი; იბიშევიჩი (ალაგუი 81)

მწვრთნელი: პალ დარდაი

გოლები: 0:1 სტოკერი (51), 1:1 ობამეიანგი (80)

გაფრთხილება: დემბელე (65) – შტარკი (19), ბრუკსი (53), ეშვეინი (64), ლანგკამპი (84), ალაგუი (88)

გაძევება: მორი (84) – სტოკერი (90)

გამოუყენებელი პენალტი: ობამეიანგი (77, მეკარე)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (6) – 9 (2) ბურთის ფლობა: 69%-31% კუთხურები: 5:0 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: იტრიხი

0.107626