ფეხბურთი

16:44 | 12.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ძალამიძე შესაძლოა პოლონეთში დაბრუნდეს

ლეჩნას "გურნიკი" - შესაძლოა, ამ კლუბში გააგრძელოს კარიერა ნიკა ძალამიძემ. 24 წლის ფეხბურთელი სექტემბერში თბილისის "ლოკომოტივში" ვარჯიშობდა და იყო შანსი, გუნდში დარჩენილიყო კიდეც. საბოლოოდ, ძალამიძე ისევ უკლუბოდაა და მისით "გურნიკია" დაინტერესებული. ამის შესახებ პოლონური გამოცემები წერენ.

ლეჩნას "გურნიკი" პოლონეთის ექსტრაკლასაში ბოლოსწინა ადგილზეა. გუნდის მწვრთნელი ანჯეი რიბარსკი კომენტარს აკეთებს ძალამიძის საკითხზე - დაინტერესებულნი ვართ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღიაო.

ძალამიძე 5 წლის განმავლობაში თამაშობდა პოლონეთის უმაღლეს ლიგაში: ჯერ "ვიძევში", მერე კი "იაგელონიაში". ორივე გუნდში ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახლდათ. მერე იყო ერთი სეზონი თურქეთის "რიზესფორში", თუმცა იქ თამაშის პრაქტიკა თითქმის არ ჰქონია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123148