ფეხბურთი

15:54 | 12.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მალდინიმ “მილანში” დაბრუნება იუარა

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა პაოლო მალდინიმ მშობლიურ “მილანში” დაბრუნებაზე უარი განაცხადა. როგორც, თავის ფეისბუქგვერდზე პაოლომ დაწერა, ვერ დაინახა სამომავლო პროექტი გუნდის ხელმძღვანელთა მხრიდან, რომელიც “როსონერის” ფეხზე ისევ დააყენებდა.

მალდინიმ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას მას შემდგომ ამცნო, რაც შავ-წითელთა აღმასრულებელ დირექტორ მარკო ფასონეს პირადად შეხვდა და კლუბის სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

“მილანი” ყოველთვის რჩება ჩემს გულში, ჩემთვის ბევრს ნიშნავს – ასოცირდება მამაჩემთან, ჩემთან, ჩემს შვილებთან. ძალიან მიყვარს, პატივს ვცემ გუნდის ხელმძღვანელობას, ისტორიას, ტიფოზებს, მაგრამ ამ შემოთავაზების მიღება არ შემიძლია. მათ არ წარმოუდგენიათ ჩემთვის სერიოზული სამომავლო პროექტი, ამიტომ ვუთხარი უარი”, - წერს ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, “მილანის” ახალ ხელმძღვანელობას მალდინის კლუბში დაბრუნება და სპორტულ დირექტორად დანიშვნა ჰქონდა განზრახული, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, პაოლომ ეს წინადადება ვერ მიიღო.

0.108622