ფეხბურთი

20:33 | 12.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევრა: “ბუფონმა ჩემპიონთა ლიგის მოგება დაიმსახურა”

ტურინის “იუვენტუსის” ფრანგმა მცველმა პატრის ევრამ თავის თანაგუნდელზე ჯანლუიჯი ბუფონზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯიჯიმ ჩემპიონთა ლიგის მოგება დაიმსახურა.

“ბუფონმა ჩემპიონთა ლიგის მოგება დაიმსახურა. სიმართლე გითხრათ, ჩემი საყვარელი მეკარე ედვინ ვან დერ საარია. ბუფონი რომ საუკეთესოა, “იუვეში” გადასვლამდეც კარგად ვიცოდი, მის თამაშს ყოველთვის ვადევნებდი თვალს. მასთან ერთად თამაშის და ვარჯიშის შემდეგ კი შემიძლია ვთქვა, რომ ის მუდმივად პროგრესზეა ორიენტირებული”- განაცხადა ევრამ.

შეგახსენებთ, რომ ბუფონმა “იუვენტუსთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ორჯერ მოახერხა - 2003 წელს ტურინელები “მილანთან” დამარცხდნენ, 2015 წელს კი “ბარსელონასთან”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120265