ფეხბურთი

20:33 | 8.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდიის ნაკრებში სნეიდერი ვილენამ შეცვალა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დანი ბლინდმა ტრავმირებული ვესლი სნეიდერის ნაცვლად "ფეიენოორდის" 21 წლის ნახევარმცველი ტონი ვილენა გამოიძახა. აღნიშნული ინფორმაცია ჰოლანდიის ფედერაციის ვებგვერდმა გაავრცელა.

"გალათასარაის" ფეხბურთელმა ფეხის დაზიანება ბელარუსთან მოგებულ (4:1) მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე დავი პროპერი გამოვიდა. ვილენა კი დანიმ ნაკრებში მესამედ გამოიძახა და მეორედ ექნება შანსი მოედანზე "ნარინჯისფერთა" მაისურით გავიდეს.

მიმდინარე სეზონში ტონიმ 12 მატჩი ჩაატარა. ვილენამ "ფეიენოორდს" "მანჩესტერ იუნაიტედთან" (1:0) ევროპა ლიგაზე მოაგებინა, ხოლო მეორე გოლი ვილენამ "გრონინგემს" ერედივიზიონში გაუტანა.

0.11763