ფეხბურთი

16:54 | 8.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯო ალენი საქართველოსთან ვერ ითამაშებს

სერიოზული დანაკლისი უელსის ნაკრებში: 9 ოქტომბერს საქართველოსთან მატჩში ჯო ალენი ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. "სტოკ სიტის" ცენტრალურმა ნახევარცველმა ავსტრიასთან 6 ოქტომბრის შეხვედრაში (2:2) შორეული დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა და საერთოდაც, ნაკრებში შეუცვლელი ფიგურაა.

ალენი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ნაკრებში 33 მატჩი ჩაუტარებია და 2 გოლიც გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110869