ფეხბურთი

17:39 | 5.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

მორატა იტალიაში დასაბრუნებლად ემზადება

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი ალვარო მორატა იტალიაში დაბრუნებას და მოედანზე გასვლას მოუთმენლად ელის. ესპანეთისა და იტალიის ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ტურინში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ფეხბურთელი "იუვენტუსში" ორი წელი თამაშობდა და იმედოვნებს, რომ ადგილობრივი ქომაგები მას კარგად შეხვდებიან.

"იტალიაში დაბრუნება ძალიან მინდა. მე იქ ბევრი მეგობარი მყავს. ვიმედოვნებ, იტალიელი გულშემატკივრები, როგორც ყოველთვის, კარგად დამხვდებიან. იტალიის და ალბანეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მატჩები გველის. თუ ორივე მათგანში ვიმარჯვებთ, მაშინ 2018 წლის მუნდიალისკენ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ." - ციტირებს AS-ი მორატას სიტყვებს.

იტალიის და ესპანეთის ნაკრებთა დაპირისპირება 6 ოქტომბერს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.123947