ფეხბურთი

20:28 | 4.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

პაოლო მალდინი “მილანში” ბრუნდება

ლეგენდარული პაოლო მალდინი შესაძლოა “მილანში” დაბრუნდეს. Sky Sport-ის ინფორმაციით, “როსონერის” ახალ ხელმძღვანელობას 48 წლის პაოლოსთვის კლუბში სპორტული დირექტორის თანამდებობა შეუთავაზებიათ, თუმცა ჯერჯერობით, მალდინის პასუხი უცნობია.

შეგახსენებთ, პაოლო მალდინიმ კარიერა 2009 წელს დაასრულა. მას “მილანის” გარდა სხვა გუნდში არასდროს უთამაშია. “როსონერის” რიგებში კი, 1985-2009 წლებში 902 თამაში ჩაატარა და 26 ტიტულის მოგება მოახერხა. მალდინის საპატივცემულოდ, “მილანს” 3 ნომერი გაუქმებული აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110222