ფეხბურთი

22:15 | 29.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

რეშფორდს ინგლისის ნაკრებში გამოიძახებენ

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელ მარკუს რეშფორდს ინგლისის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახებენ. როგორც sky sports-ი იუწყება, "სამი ლომის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი გარეტ საუთგეიტი ახალგაზრდა ფეხბურთელს გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანს.

ნაკრებს ოქტომბერში გასამართი მატჩებში ჰარი კეინი ვერ დაეხმარება და რეშფორდის 21-წლამდელთა ნაკრებიდან დაწინაურების ერთ-ერთი მიზეზიც ეს ფაქტი იქნება. ამავდროულად, ახალგაზრდული გუნდის შემადგენლობა უკვე დასახელდა, სადაც რეშფორდი გამოძახებული არაა. სემ ელერდაისმა ფეხბურთელი სლოვაკეთთან მატჩისთვის არ იხმო, თუმცა 18 წლის თავდამსხმელმა ნორვეგიის ახალგაზრდულ გუნდთან მოგებულ შეხვედრაში (6:1) ჰეთთრიკი შეასრულა და საუთგეიტის ნდობა დაიმსახურა.

მიმდინარე საკლუბო სეზონში რეშფორდი მოედანზე საშუალოდ 51 წუთი იმყოფება და 7 მატჩში 4 გოლი დაუგროვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116585