ფეხბურთი

14:51 | 28.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ენრიკე: "გლადბახთან" ორგანიზებულად თამაში გვმართებს"

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ "გლადბახთან" გასამართი მატჩის წინ განაცხადა, რომ გერმანული გუნდი სახიფათო უბურთოდაა და მის გუნდს ორგანიზებული თამაში მართებს.

"გლადბახი" ძლიერი გუნდია და ორგანიზებულად თამაში გვმართებს, რადგან მოწინააღმდეგე პრესინგს კარგად მიმართავს. გერმანელები ბურთის გარეშე საშიშნი არიან და როცა ბურთს ფლობენ კარგად იციან როგორ იმოქმედონ. მათ სწრაფი, მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ. თუ მათ ვერ გავანეიტრალებთ, ჩვენ დავისჯებით." - განაცხადა ესპანელმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119763