ფეხბურთი

15:26 | 27.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ამბროსი ჩაჩუა უკრაინის პრემიერლიგის ისტორიაში შევიდა

ლვოვის “კარპატის” ქართული წარმომავლობის ფეხბურთელი ამბროსი ჩაჩუა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, პრემიერლიგის ისტორიაში ჩაეწერა. საქმე ისაა, რომ 22 წლის ნახევარმცველმა “ოლექსანდრიასთან” შეხვედრაში მოედანზე გასვლიდან 20 წამში შესძლო გოლის გატანა, რაც ამ ქვეყნის ჩემპიონატში ყველაზე სწრაფი გოლია.

ჩაჩუა შეხვედრაში 44-ე წუთზე ჩაერთო და ანგარიში თავისიანების სასარგებლოდ 2:1 გახადა. აღსანიშნავია ისიც, რომ მან 77-ე წუთისთვის ორი ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო და მოედანი ნაადრევად დატოვა. კაცნაკლულმა “კარპატიმ” კი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11394