ფეხბურთი

14:24 | 27.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

დავით სხირტლაძე – მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი დავით სხირტლაძე დანიის სუპერლიგის მე-11 ტურში “სილკებორგსა” და “ოლბორგს” შორის გამართული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ქართველმა ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მიიღო.

როგორც მატჩის შემდეგ სხირტლაძემ აღნიშნა, გატანილი გოლები დედას მიუძღვნა. იქვე დასძინა, რომ მისმა გუნდმა ფანტასტიური და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

შეგახსენებთ, დავით სხირტლაძემ “ოლბორგთან” შეხვედრაში დუბლი შეასრულა (VIDEO), ასეთი რამ კი, სეზონში მეორედ გააკეთა.

0.126445