ფეხბურთი

22:48 | 26.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგური პროტესტი “რედ ბულის” მიმართ გრძელდება

ისევ პროტესტი, ისევ “ლაიპციგის” წინააღმდეგ – გერმანიის ბუნდესლიგის ახალწვეულ ლაიპციგის “რედ ბულს” სტუმრად მატჩების ჩატარება პროტესტის ფონზე უწევს. კვირას, “კიოლნთან” (1:1) საგარეო შეხვედრა 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო, რადგან მასპინძელთა ასამდე ქომაგი იმ ადგილზე იმყოფებოდნენ, სადაც “რედ ბულის” ფეხბურთელებს უნდა გაევლოთ სტადიონზე შესასვლელად და მათ იქ მოსვლას აპროტესტებდნენ. სიტუაცია მხოლოდ პოლიციის ჩარევის შედეგად დასტაბილურდა.

“კიოლნის” ქომაგებს ხელთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები ეპყრათ: “ფული კლავს”, “წადი შენი, “ლაიპციგ” და სხვა.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ლაიპციგის გუნდს გერმანიაში ცუდად ხვდებიან, ამის მიზეზი კი, კლუბის “რედ ბულის” პატრონაჟის ქვეშ ყოფნაა – გერმანელები პატივს მეტწილად ტრადიციებს, ისტორიასა და გრძნობებს სცემენ. აქამდე “რედ ბულს” ჰამბურგშიც პროტესტის ფონზე დახვდნენ, ხოლო დრეზდენში, სათასო მატჩისას, მასპინძელთა ქომაგებმა სიმბოლურად თავი ხარს მოკვეთეს... ზემოჩათვლილი გუნდების გულშემატკივრებს, არც დორმტუნდის “ბორუსიას” ულტრასები ჩამორჩენილან.

ამასობაში კი, “კიოლნის” ხელმძღვანელებმა განცხადება გაავრცელეს მომხდარ ფაქტზე, რომელშიც ვკითხულობთ: “იდიოტების აქცია – ჩვენ ახლა მხოლოდ ბოდიშის მოხდა შეგვიძლია”...

ერთადერთი გამონაკლისი ზინსჰეიმში მოხდა, როცა “რედ ბულს” “ჰოფენჰაიმის” ქომაგები სოლიდარული ტრანსპარანტებით დახვდნენ.

0.119933