ფეხბურთი

19:50 | 26.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები ფინეთში ემზადებიან

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ფინეთშია და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება. გურამ ასპინძელაშვილის გუნდი ქალაქ ოულუში, სასტუმრო "რედისონში" დაბინავდა და დღეს პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.

წვრთნის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრებს უეფას წარმომადგენლები შეხვდნენ და ტურნირისწინა ტრადიციული თეორიული კურსი გააცნეს.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები შესარჩევი ციკლის პირველ მატჩს 28 სექტემბერს, ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს. ამავე დღეს მასპინძელი ფინეთი შვედეთს გაეჯიბრება.

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118053