ფეხბურთი

18:30 | 25.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

სეზონის აღმოჩენა ბერგამოს "ატალანტადან"

ფრენკ იანიკ კესიე – გეტყვით, რომ 19 წლის კოტ დივუარელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის აღმოჩენაა და უკვე ისტორიაშიც ჩაეწერა. საქმე ისაა, რომ ბერგამოს “ატალანტას” აფრიკელი ნახევარმცველი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია ამ სეზონში ტოპ ხუთი ჩემპიონატიდან, ვინც მინიმუმ ოთხი გოლის გატანა შესძლო. კესიემ მეტოქეთა კარის ოთხჯერ აღება საწყის ხუთ ტურში მოახერხა.

ნიჭიერი მოთამაშე შარშან სერია B-ს ბინადარ “ჩეზენაში” ირჯებოდა, ხოლო “ატალანტას” გასულ ზაფხულს დაუბრუნდა. სხვათა შორის, საგულისხმოა, რომ ფრენკ კესიეს ბობოლა გუნდებმა თვალი უკვე დაადგეს – იტალიურ მედიას თუ დავუჯერებთ, კესიეს შეძენას ზამთარში მილანის “ინტერი” და ტურინის “იუვენტუსი” შეეცდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109689