სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

14:46 | 24.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

კომენტარები განაჩენის შემდეგ
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

გადავწყვიტეთ, "მერანი"-"რუსთავის" მატჩის შესახებ ქართულ ფეხბურთში მოტრიალე სხვადასხვა პიროვნებები გამოგვეკითხა: რა აზრის არიან ისინი მატჩის ვიდეოფრაგმენტების ნახვისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილების შემდეგ. როგორც იცით, თამაშის შედეგი ("მერანმა" 2:1 მოიგო) გაუქმდა, ორივეს გუნდს 0:3 მარცხი ჩაეთვალა, ორივეს 6-6 ქულა ჩამოაკლდა და 10000-10000 ლარით დაჯარიმდა.

კომენტარებში სხვადასხვა შეხედულებებს შეხვდებით. ყველა თანხმდება, რომ ჩაწყობა-გარიგება მკაცრად უნდა ისჯებოდეს, თუმცა არის მოსაზრებებიც, რომ გამოძიება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

ლექსო თოფურია ("ლოკომოტივის" პრეზიდენტი): "ზოგადად ასეთი რამ რომ დაუშვებელია, ორი აზრი არაა. თუ ეს დანაშაული დაუმტკიცდებათ კლუბებს, უფრო მკაცრი სანქციებიც უნდა დაუწესდეთ. გამოძიება დაადგენს. თუ მართლაც არაფერი მომხდარა და სუფთა თამაში იყო, მაშინ დისკვალიფიკაცია უნდა გაუქმდეს, გუნდებს ჯარიმები უნდა მოუხსნან და ქულებიც აღუდგინონ, მაგრამ აქ მთავარია ეს მომენტი: ფედერაციამ იხელმძღვანელა არა მხოლოდ უეფას რაპორტით, არამედ ვიდეოფირითაც, სადაც ჩანს, რომ თამაშში მართლაც საეჭვო ამბები ხდებოდა. ასეთი ქმედებები აზიანებს ჩვენს ჩემპიონატს და აუცილებლად უმკაცრესი ზომები უნდა მოჰყვებოდეს".

გია ცეცაძე ("სამტრედიის" მწვრთნელი): "თამაში ძალიან უხარისხო და უშნო იყო. არ აქვს აზრი, "რუსთავი"-"მერანია" თუ "სამტრედია"-"დინამო", ყველა ვარიანტში მკაცრი რეაგირება უნდა იყოს. უბრალოდ, მე ექსპერტი არ ვარ და ვერ გავარჩევ, რა როგორ მოხდა. ოდნავადაც არ მეპარება ეჭვი გუნდების მწვრთნელებზე, ვარლამ კილასონიაზე და გიორგი მიქაძეზე. მათ ვიცნობ და ვერ დავიჯერებ, რომ უმსგავსოებაში იყვნენ გარეულნი. ზოგადად არც კონკრეტულ ფეხბურთელებს ვერჩი, რადგან არ ვიცი, ვინ ჩაიდინა და რატომ. საერთოდ, რაც ფეხბურთში მოვედი, სულ ამ ჩაწყობა-გარიგებების მტერი ვარ. როცა ასეთ თემას ვეხებით, სათუთად უნდა მოვიქცეთ, რადგან მძიმე ბრალდებაა, ფეხბურთში ამაზე ქვემოთ უკვე არაფერია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამოიტანა ეს ვერდიქტი და მათგან უნდა მოდიოდეს განმარტება. განმარტეს კიდეც. არა მგონია, ფედერაცია რომელიმე კლუბის მტერი იყოს, უპირველესად მათ არ აწყობთ ეს არეულობა. არანაირ ფულის ჩადებას, ან ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აზრი არ ექნება, თუ ასეთი გარიგებები გაგრძელდება. მესი და რონალდუც რომ ჩამოიყვანო, სანამ ეს არ ამოიძირკვება, არაფერი გვეშველება".

კახა კაშია ("საბურთალოს" დირექტორი): "მსგავსი შემთხვევა რომ მიუღებელია, ამაზე ორი აზრი არაა. ვიდეოთი ნანახის შემდეგ ეჭვები ქრება. ჩემი აზრით, კლუბი უპირველესად სწორედ იმით უნდა დაინტერესებულიყო, თუ რა მოხდა ამ თამაშში, ეჭვის საფუძველი ნამდვილად ქონდათ. ჯერ მათგან უნდა წამოსულიყო ინიციატივა, თავიანთ სამზარეულოში უნდა ჩაეხედათ და არა ის, რომ გინდა თუ არა, ფატქები დამიდეთ და დამიმტკიცეთო. ვიდეოში ყველაფერი კარგად ჩანს. ასეთი ქმედებებით ეროვნული ჩემპიონატის დონე ვერ აიწევს. გაგრძელდება გამოძიება და ჩემი აზრით, არავინ არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, ვინც ასეთ თამაშებში უშუალოდ მონაწილეობს".

ლაშა ჯაკობია (ფოთის "კოლხეთის" სპორტული დირექტორი): "უსიამოვნო საყურებელი იყო ეს ვიდეო. ასეთი რაღაცეები ღუპავს ფეხბურთს. კარგია, რომ ამჟამინდელი ფედერაცია მკაცრად რეაგირებს მსგავს შემთხვევებზე. წინა ხელმძღვანელობებსაც რომ ასე ემოქმედათ, დღეს უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა. სხვა ქვეყნებშიც აწყობენ თამაშებს, მაგრამ ებრძვიან. კარგია, რომ ფედერაცია, ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით, უყურადღებოდ არ ტოვებს ასეთ ქმედებებს".

გოჩა თანდარაშვილი (იუმორისტი, ფეხბურთის გულშემატკივარი): "უცნაური ამბები ჩანს ვიდეოში. აშკარაა, რომ ყველაფერი სუფთად არაა. დაცვაში ზონები არ იკეტებოდაო, ამით რთულია მტკიცება, რადგან საქართველოს ჩემპიონატში ზონების ვერდაკეტვა გასაკვირი არაა. თუმცა გუნდი როცა აგებს და დრო გაჰყავს, ეს უკვე სხვაა. ვიცი შემთხვევა, მეორე ლიგაში გუნდი იგებდა და უცხოურ ტოტალიზატორში 9,0 ჰქონდა მოგებაზე კოეფიციენტი,. არადა, 15 წუთი რჩებოდა მატჩის დასრულებამდე. საუბარია თანაბარძალოვან გუნდებზე. რა თქმა უნდა, 9,0 კოეფიციენტი დაჯდა, თამაში მოტრიალდა. აი, სანამ ასეთი ამბები იქნება, არაფერი გვეშველება. "მერანი"-"რუსთავის" გამოძიება გაგრძელდებაო, თქვეს და თუ ნამდვილად გაკეთებული თამაშია, აუცილებლად დასასჯელნი არიან ისინი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ გარიგებაში".

გელა ინალიშვილი ("ზუგდიდის" დირექტორი): "კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, რადგან თამაშისთვის არ მიყურებია. ფრაგმენტები ვნახე და გოლების მომენტში დიდად საეჭვო არაფერი დამინახავს. ალბათ, ფედერაციას აქვს სხვა ხელმოსაჭიდი, რის გამოც მიიღო ასეთი გადაწყვეტილება".

კახა კაჭარავა ("ცხინვალის" მწვრთნელი): "სიმართლე გითხრათ, ჩემს თავზე და ჩემს ფეხბურთელებზე ვარ პასუხისმგებელი, სხვები კი არ მაინტერესებს. სხვამ, ყველამ თავისას მიხედოს. ცუდია, თუ მსგავსი ჩაწყობები ხდება. ერთხელ და სამუდამოდ ამ ყველაფერს ბოლო უნდა მოეღოს. ვისაც გამოაშკარავებენ, სამუდამო დისკვალიფიკაცია უნდა მიეცეს და მორჩა, თუმცა ამ კონკრეტულ მატჩზე კომენტარს ვერ გავაკეთებ".

რევაზ ჩელებაძე ("შუქურას" პრეზიდენტი): "ორივე კლუბის ხელმძღვანელობაში უწესიერესი ხალხი მუშაობს, ასევე მწვრთნელებსაც უპატიოსნეს ადამიანებად ვიცნობ. ასე რომ, მათი დასჯა საცოდაობაა. თუ შიგნით კიდევ ვინმეს ნამოქმედარია, ეგ არ ვიცი და თავს ვერ დავდებ, მაგრამ ხელმძრვანელებსა და მწვრთნელებს მხოლოდ დადებითი კუთხით ვიცნობ. თუ რაიმე სიბინძურე მოხდა, ვინც გააკეთა, ყველა საგინებელია და მათი დანდობა არ შეიძლება. საბჭოეთის პერიოდში რა დასამალია, ხდებოდა ჩაწყობები, მაგრამ ახლა, როცა საქართველოს წარმოავდგენთ და ჩვენი ქვეყნის ფეხბურთს ასე უჭირს, ყოველი ჩაწყობა-გარიგება უმკაცრესად უნდა ისჯებოდეს. როგორ, მე ჯანმრთელობას ვწირავ, სისხლს ვანთხევ ფეხბურთზე და ვიღაცეებმა ასე არიონ ვითარება და თამაშები ჩააწყონ?! ღმერთმა ყველას მოჰკითხოს, ვინც ამას აკეთებს. მქონდა საუბარი ორივე გუნდის წარმომადგენლებთან, ისედაც ვიცი, ისინი როგორი პიროვნებები არიან და ვერ დავიჯერებ მათგან მსგავს ქმედებას. თუმცა სხვამ რა იმაიმუნა, შიგნით რა დაატრიალა, ამაზე თავს ვერ დავდებ".

ლევან ხომერიკი (ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი): "ექსპერტებმა უნდა შეაფასონ, მაგრამ რაც ვიდეოზე ვნახე, ეჭვებს უდავოდ აჩენს. განსაკუთრებით მომეჩვენა "რუსთავის" ფეხბურთელთა მხრიდან. საქმე ისეთ თემას ეხება, იოლად სალაპარაკო რომ არაა, თანაც ჯერ მტკიცებულება არაა. გამოსაძიებელია, თუ რა მოხდა, ვინ მონაწილეობდნენ. საერთოდ კი, როცა ყველაფერი გამოაშკარავდება, უმკაცრესად დასჯის მომხრე ვარ. ფედერაცია ტყუილუბრალოდ არ გამოიტანდა ასეთ განაჩენს, თუმცა ჯერ ველოდებით გამოძიებას, ბოლომდე გასარკვევია".

ლევან სალუქვაძე (ჟურნალისტი, თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას მრჩეველი): "ერთ-ერთი მთავარი სენი ქართულ ფეხბურთში. საერთოდ, მსგავსი ქმედებების გამოვლენის დროს, ნებისმიერი მწვრთნელი თუ ფეხბურთელი უმკაცრესად უნდა ისჯებოდეს. დასჯა უნდა იყოს მაგალითი,რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს არ გადაედოთ სენი. თუმცა ყველაფერი ეს უმსგავსოება ფაქტებით უნდა იყოს გაჯერებული. შევეხები ტოტალიზატორების თემასაც: ბევრს ჰგონია, რომ ჩაწყობები ტოტალიზატორის ბრალია, არადა მთელ მსოფლიოში ტოტალიზატორია მთავარი მამხილებელი ძალა. სწორედ იქიდან მოდის ცნობა, რომ ამა თუ იმ თამაშზე არაადეკვატურად დიდი თანხა იდება. არ მესმის, რატომ ამბობენ, თითქოს ტოტალიზატორების ბრალია ეს ჩაწყობები".

ლევან გაბრიჩიძე (თბილისის "დინამოს" გენერალური დირექტორი): "სამწუხაროდ, ვერაფერს გეტყვით, რადგან დეტალურად არ ვიცი ეს ამბები. ისეთ რეჟიმში ვმუშაობდი, რომ არ დავკვირვებულვარ".

სოსო ფრუიძე ("ჩიხურას:" მწვრთნელი): "ვიდეოში რაც ვნახე, თუ პირველ ლიგაში ასე თამაშობენ ფეხბურთს, მართლაც საშინლად გვქონია საქმე... რა კომენტარი უნდა გავაკეთო? გამოსაძიებელია, ვინ აკეთებს ამ ყველაფერს. სასჯელი აუცილებლად მკაცრი უნდა იყოს, ამაზე არც ღირს საუბარი და დროის ხარჯვა. ვარლამ კილასონიას ვიცნობ როგორც პატიოსან და წესიერ პიროვნებას. ვიცი, რომ ვარლამი ამაზე წამსვლელი არაა. იგივეს ვიტყოდი "მერანის" მწვრთნელ გიორგი მიქაძეზეც, რომელზეც ცუდი არასოდეს გამიგია".

კახი გოგიჩაიშვილი ("მეშახტეს" მწვრთნელი): "რა გითხრათ, დასასჯელი უნდა დაისაჯოს, მაგრამ ექსპერტი არ ვარ. მწვრთნელად ვმუშაობ და ამასთან, "მეშახტე" სწორედ იმ ჯგუფში თამაშობს, სადაც "მერანი" და "რუსთავი" არიან. ამიტომ, მეტს ვერაფერს გეტყვით".

კახა ჩხეტიანი ("ტორპედოს" მწვრთნელი): "რომელი გუნდებიც არ უნდა იყვნენ, მსგავს ქმედებებს უმკაცრესი რეაგირება უნდა მოჰყვეს. თუ მართლაც არ იყო სუფთა თამაში, რასაც გამოძიების დასრულების შემდეგ გავიგებთ, მაშინ სადავოც არ უნდა იყოს სანქციების დაწესება. ზოგადად ასეთი შემთხვევები დიდ ზიანს აყენებს ქართულ ფეხბურთს და ამ შემთხვევაში ეროვნულ ჩემპიონატს".

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.115108
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X