ფეხბურთი

21:30 | 22.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ლიგის თასი: მოურინიოს და გვარდიოლას მორიგი დაპირისპირება

ინგლისის ლიგის თასის მერვედფინალური მატჩების წყვილები უკვე ცნობილია და დიდი ინტერესს იწვევს მანჩესტერული დერბი. "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი" 10 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და ჟოზე მოურინიოს გუნდს შანსი ექნება მეტოქეს "ოლდ ტრაფორდზე" რევანში აუღონ. პეპ გვარდიოლას შეგირდებმა "წითელი ეშმაკები" პრემიერლიგის მეოთხე ტურში 10 სექტემბერს სტუმრად 2:1 დაამარცხეს და მიმდინარე სეზონში ყველა მატჩი აქვთ მოგებული.

"ენფილდზე" "ლივერპული" "ტოტენჰემთან" გაარკვევს ურთიერთობას, ორივე გუნდი კარგ ფორმაშია. მიმდინარე სეზონში ამ გუნდებს შორის მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. კიდევ ერთი საინტერესო მატჩი "ვესტ ჰემსა" და "ჩელსის" შორის გაიმართება.

აქვე გთავაზობთ ლიგის თასის სხვა წყვილებს. მატჩები 10 ოქტომბერს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

"არსენალი" - "რედინგი"

"ბრისტოლი" - "ჰალი"

"ლიდსი" - "ნორვიჩი"

"ლივერპული" - "ტოტენჰემი"

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი"

"ნიუკასლი" - "პრესტონი"

"საუთჰემპტონი" - "სანდერლენდი"

"ვესტ ჰემი" - "ჩელსი"

0.12717