ფეხბურთი

16:18 | 22.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანიამ კონტრაქტი “ნაიკთან” გააფორმა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური “სევილიას” მეორე გუნდის წევრმა გიორგი აბურჯანიამ სპორტული ეკიპირების ცნობილ კომპანია “ნაიკთან” ოთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ საზოგადოებას ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა თავისი ფეისბუქის გვერდიდან ამცნო.

“ძალიან ბედნიერი ვარ “ნაიკთან” ოთხწლიანი კონტრაქტის გაფორმებით – მომდევნო ოთხი წელი NIKE-თან ერთად”, - დაწერა აბურჯანიამ.

შესაბამისად, ამიერიდან გიორგი სახელგანთქმული ბრენდის ერთ-ერთი სახე გახდა. ისე კი, “სევილიას” ამჟამად ამერიკული კომპანია “ნიუ ბალანსი” მოსავს.

0.118101