ფეხბურთი

11:48 | 22.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

დებიუტის კაცი – მარკუს რეშფორდი

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” თინეიჯერი მარკუს რეშფორდი ისტორიის დაწერას განაგრძობს. საქმე ისაა, რომ 18 წლის ფორვარდმა გუშინ ინგლისის ლიგის თასზე “ნორთჰემპტონის” კარი აიღო, თავისთავად ეს ფაქტი არაფრით მნიშვნელოვანი არ იქნებოდა, რომ არა ერთი დეტალი – მარკუს რეშფორდს ამ ტურნირზე დებიუტი ჰქონდა. მისთვის კი, სადებიუტო მატჩებში გოლების გატანა ჩვეული მოვლენა გახდა.

აქამდე რეშფორდმა გატანა “მანჩესტერში”, ევროპა ლიგაზე, ინგლისის პრემიერლიგაში, ინგლისის 21-წლამდე ნაკრებსა და ინგლისის ეროვნულ ნაკრებში დებიუტისას მოახერხა.

0.163213